GE
ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 1450 ლარი
GIPA-ს ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელსაც არა აქვს პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში.
 
საგნები და ლექტორები

Excel-ისგამოყენება ფინანსებში / 5 შეხვედრა – ლექტორი: ჯულიეტა გაგლოშვილი

მონაწილეები გაეცნობიან ექსელის ინტერფეისს, ელექტრონული ცხრილების მომზადებას და ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც გამოადგებათ ფინანსური ინფორმაციის ელექტრონული სახით მოსამზადებლად.

ფინანსების დაგეგმვა, ანალიზი და მართვა / 27 შეხვედრა – ლექტორები: გიორგი თურქია, ნეკა დანელია

მონაწილეები გაეცნობიან ფინანსების საფუძვლებს და პროცესებს, როგორ დგება მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების მოძრაობის და საბალანსო ანგარიში.

შეხვედრების მანძილზე მონაწილეები მოამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებას საცდელი ბალანსიდან, საგადასახადო ორგანოებისთვის და კომპანიის შიდა მენეჯმენტისთვის. მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ ხდება პროდუქტის თვითღირებულებების დაანგარიშება, ბიუჯეტირება, დაფინანსების მოძიება, სესხების დაგეგმვა. გაეცნობიან ფინანსურ კოეფიციენტებს და შედარებით ანალიზს, როგორ ხდება ბიზნესის ფინანსური შეფასება, ბიზნესში ინვესტირებული თანხის ამოღება (Payback Period) და ბიზნესის ტერმინალური ღირებულება.

ფინალური პროექტი – განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს / ბიზნეს გეგმას.
 
მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (https://lmb.gipa.ge/register/index3.php)
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 15 სექტემბერი.
სწავლა დაიწყება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.

საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი, სამუშაო გამოცდილება.

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1450 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 450 ლარი უნდა ჩაირიცხოს მეორე თვის პირველ კვირაში.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
ოჯახის წევრების, ერთ კურსზე, ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
სტუდენტებისათვის – 10%
მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
 
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სს “თი-ბი-სი ბანკი”
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
 
სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, კვირის დღეებში – 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 99 საათი
სწავლების ენა: ქართული
 
საკონტაქტო პირი
 
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები