GE
ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 1500 ლარი
GIPA-ს ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ ადამიანური რესურსების მართვის სფეროს.

პროგრამის მიზანი არის მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა HR როლისა და ფუნქციის შესახებ, დააკავშირონ HR ბიზნესთან, ხელი შეუწყონ კომპანიაში მიმდინარე ცვლილებებს და პროცესების ოპტიმიზაციას, შეიმუშაონ და განავითარონ კონკრეტული ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული სისტემები, პროცესები და სამოქმედო გეგმა.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები განივითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენა, თანამშრომელთა შერჩევა, არსებული კადრის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, საჭიროებაზე მიმართული კვლევების ჩატარება და მათზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმების შემუშავება, კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავება/დახვეწა.

კურსის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები შეძლებენ რეალური წვლილი შეიტანონ ბიზნესის წარმატებაში.

სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს აქტიურ ჩართულობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დადგეგმონ და გაანალიზონ რეალური HR პროექტები, თითოეული ბლოკის შემდეგ წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს/პრეზენტაციებს, ხოლო კურსის დასასრულს – იმუშავებენ შემაჯამებელ პროექტზე. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა ორგანიზაციების HR ხელმძღვანელების მასტერკლასებს.
 
საგნები და ლექტორები

1. ორგანიზაციისა და არმ-ს (ადამიანური რესურსების მართვა) როლი / 2 შეხვედრა – მაცაცო პაპავა

მონაწილეები გაეცნობიან ორგანიზაციის განვითარების ისტორიას და არმ-ის როლს, შეისწავლიან ორგანიზაციულ სტრუქტურებს და არმ-ის ძირითად მიმართულებებს. მიმოიხილავენ საქართველოში დასაქმების ბაზარს და გაეცნობიან კანონმდებლობით განსაზღვრულ დასაქმებულთა უფლებებს.

2. რეკრუტმენტი / 7 შეხვედრა – მაცაცო პაპავა

მონაწილეები შეისწავლიან თანამშრომლების შერჩევის სტრატეგიებს, ორგანიზაციაში ეფექტური რეკრუტმენტის დანიშნულებას, გაეცნობიან რეკრუტმენტის ეტაპებსა და მეთოდებს, ასევე გასაუბრების ჩატარების ტიპებს და სტრატეგიებს, სამუშაოს აღწერილობის შედგენის მეთოდოლოგიას, როგორ მიმდინარეობს ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესი.

3. პროფესიული განვითარება / 12 შეხვედრა – ნანა თვალაბეიშვილი

მონაწილეები გაეცნობიან პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემის მნიშვნელობას და მოდელებს, ტრენინგების საჭიროების  ანალიზის მეთოდებს, ისწავლიან პოზიციების კატეგორიზაციას და მათზე მორგებული პროფესიული განვითარების კონცეფციის შემუშავებას (ტრენინგი, სწავლება, მონიტორინგი და ინდივიდუალური განვითარების გეგმა). მსმენელები შეისწავლიან კარიერული ზრდის ეტაპებს და განვითარების გეგმის შემუშავების გზებს.

4. კომპენსაციები და ბენეფიტები / 12 შეხვედრა – ნინო ბაქარაშვილი

მონაწილეები გაეცნობიან კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის დანიშნულებას კომპანიებში, არსებულ მოდელებს და მათ ანალიზს, შეისწავლიან კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემისკონკრეტულ სფეროზე მორგებას. როგორ ხდება პერსონალისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მათი აღიარება, წახალისება და დაჯილდოება, ხელფასების მატების პრინციპები, გაეცნობიან ბონუსების სისტემას და მოდელებს.

5. HR კვლევები / 12 შეხვედრა – მაცაცო პაპავა

მონაწილეები შეისწავლიან კვლევის მეთოდოლოგიებს, როგორ ხდება თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა და მისი დანიშნულება, გუნდის ეფექტურობის კვლევა. მსმენელები გაეცნობიან სტრატეგიულ გეგმასთან კვლევის მონაცემების დაკავშირების მეთოდოლოგიას.

6. პრეზენტაციის უნარები / 3 შეხვედრა – ეკა ჯოჯუა

მონაწილეები გაეცნობიან საჯარო გამოსვლის ტექნიკას და შეიძენენ იმ უნარებს, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. მსმენელები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეეცდებიან, პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მონაწილეები ასევე შეისწავლიან ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას PowerPoint ფორმატში.
 
მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (https://lmb.gipa.ge/register/index3.php).

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 15 სექტემბერი.
სწავლა დაიწყება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.

საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი, სამუშაო გამოცდილება.
 
სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 500 ლარი უნდა ჩაირიცხოს მეორე თვის პირველ კვირაში.
 
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
ოჯახის წევრების, ერთ კურსზე, ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
სტუდენტებისათვის – 10%
მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
 
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სს “თი-ბი-სი ბანკი”
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მენეჯერის სერტიფიკატი (Human Resources Manager).
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
 
ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 150 საათი
სწავლების ენა: ქართული
 
საკონტაქტო პირი
 
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები