GE
სამართლის სამაგისტრო პროგრამა (კოდი 135)
ღირებულება: 1800 ლარი
ავტორიზებული და აკრედიტებული თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (კოდი 135) 20 წლიანი გამოცდილებით საგანმანათლებლო სფეროში აცხადებს მიღებას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე:  
 
სამართლის  სამაგისტრო  პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა:
  • კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში;
  • ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ. 
სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
  • საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეეებისადმი ყურადღების  მიდევნების, აგრეთვე ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
  • სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
  • სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი;
  • დამოუკიდებელი კვლევის უნარი;
  • სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების კონტექსტუალური ანალიზის უნარი; თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების  უნარი.
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.
სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია და იმიტირებული სასამართლო დარბაზი.  
  
პროგრამის ხანგრძლივობა და მიღების წესი:
ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
 
მიღების წესი:   
  • გამოცდის ჩაბარება კომისიური წესით სპეციალობაში და ტესტირება ინგლისურ ენაში
  • ტესტის ტიპი - C
  • ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი ევროპაში და/ან აშშ-ში
დასაქმების სფერო
 სამართლის მაგისტრი მომზადებული იქნება სამართლის სფეროში მაღალი რანგის იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად. შესაბამისად, სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელით ან ცნობა ბაკალავრიატის დასრულების შესახებ
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის)
  • 2 ფოტოსურათი (CD-თან ერთად)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი (Master of Law)
სწავლის საფასური:1800 ლარი.
 
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგი სახის ბონუსებს სთავაზობს:
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ყოველთვიურად, ასევე, ოთხ ეტაპად;
  • წარმატებული სტუდენტები მიიღებენ 50-ლარიან სტიპენდიას;
  • უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ფეშენებელური შენობა ქალაქის ცენტრში: ეგ. ნინოშვილის ქ. 55 (მეტროსადგურებ „ვაგზლის მოედანსა“ და „მარჯანიშვილთან“ ახლოს);
  • თითოეული აკადემიური ჯგუფისთვის გათვალისწინებულია უფასო ექსკურსიები;
  • უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და ახალი ამბების სტუდია;
  • უნივერსიტეტში შექმნილია კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი. ასევე, ფუნქციონირებს სამაგისტრო პროგრამების მოსამზადებელი უფასო კურსები. 
  • წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სწავლების გარკვეული პერიოდი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე, თსაუ-სთან დამეგობრებულ ევროპულ სასწავლებლებში - ვარშავის საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერების უნივერსიტეტი (Warsaw University of Life Sciences WULS - SGGW), დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, გერმანიის აიჰშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტი-გაიარონ. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები