მოყვარული პილოტის მოსამზადებელი პროფესიული პროგრამა
ღირებულება:
14000
USD
პროგრამა შედგენილია ICAO-ს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის, EASA-ს სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟის წევრების მიმართ დადგენილი მოთხოვნებისა და „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად და ორიენტირებულია, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.
ღირებულება: 14 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება ხორციელდება როგორც თბილისში, ასევე ერეკლე მეორის სახელობის თელავის აეროპორტში "მიმინო".
თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწალო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თვითმფრინავებით, კეთილმოწყობილი აუდიტორიებით და სხვა.
თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწალო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თვითმფრინავებით, კეთილმოწყობილი აუდიტორიებით და სხვა.
დაშვების წინაპირობა:
- სრული ზოგადი განათლების ატესტატი
- გასაუბრება
- „საფრენოსნო საექსპერტო-საექიმო კომისიის“ გავლა
დამატებითი ინფორმაცია:
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყების თარიღი: 3 ოქტომბერი
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყების თარიღი: 3 ოქტომბერი
პროგრამაზე სწავლის მსურველმა 29 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება რექტორის სახელზე
- სრული საშუალო განათლების ატესტატი (დედანი)
- პირადობის მოწმობის ასლი
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა
- 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
- სურათის ელექტრონული ვერსია
საბუთების შემოტანა შესაძლებელია 29 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი 16, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605
ტელეფონი: 032 274 61 55; 595 77 83 35; 598 599 132
ტელეფონი: 032 274 61 55; 595 77 83 35; 598 599 132
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის