GE
ფსიქოლოგიური კონსულტირება - ლევან ზარდალაშვილის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 600 ლარი
ფსიქოლოგიური კონსულტირება ლევან ზარდალიშვილის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამა
 
პროგრამის მიზნები: 
 ფსიქოლოგიური კონსულტირება არის გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთერთი მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელ ინდივიდს, სხვადასხვა სახის ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს წარმოშობილი ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვაში (მოგვარებაში). იგი შეისწავლის როგორც ინდივიდის მეორე ინდივიდთან, ასევე ინდივიდის ჯგუფთან ურთიერთობისა და ორგანიზაციაში მუშაობის დროს  წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზებს.
 
ფსიქოლოგიური კონსულტირება ფსიქოთერაპიის წიაღში წარმოიშვა და მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური გასაუბრების პრინციპებსა და მეთოდებს ეყრდნობა, თანამედროვე მართვის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.
 
პროგრამის მიზანია ფსიქოლოგიური კონსულტირების საფუძვლების სწავლება. მონაწილეები გაცნობიან ძირითად განსხვავებებს ფსიქოლოგურ კონსულტირებას, ფსიქოკორექციასა და ფსიქოთერაპიას შორის. გაეცნობიან ფსიქოლოგიური კონსულტირების საბაზო მეთოდებსა და მის როლს ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული მართვის პროცესში;  გაეცნობიან ინდივიდუალური კონსულტირების არსსა და კლინიკური გასაუბრების მეთოდებს.
 
კურსი განკუთვნილია:
  • მართვის ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის
  • ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის
  • ფსიქოლოგ - კონსულტანტის პროფესიით დაინტერესებული ფსიქოლოგებისთვის
კურსის თემატიკა:
  •  „ფსიქოლოგიური კონსულტირება“ არსი და რაობა;
  • ფსიქოლოგიური კონსულტირება ორგანიზაციაში;
    1.      მენეჯმენტის (მართვის ) ფსიქოლოგია.
    2.      პიროვნების კონსულტირება ორგანიზაციაში.
    3.      კანდიდატის შეფასება.
    4.      ორგანიზაციის შეფასება კომუნიკაციის ჭრილში.
    5.      ორგანიზაციის შეფასება „ვორკფლოუს“ ჭრილში.
    6.      მართვის სტილის გავლენა თანამშრომლების სტრესის დონეზე და შრომის პროდუქტიულობაზე.
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციის მეთოდები; შეცდომები ფსიქოლოგიურ კონსულტაციაში;
  • ფსიქოლოგ კონსულტანტის საკუთარ თავზე მუშაობის თეორია და პრაქტიკა;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძვლები;
  • პრაქტიკუმი ფსიქოლოგიურ კონსულტაციაში;
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა
კურსის მოცულობა: 30 საათი
პროგრამის ღირებულება: 600 ლარი
 
სასწავლო მეთოდოლოგია:
სწავლების პროცესი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მონაწილეების შეფასება მოხდება  საბოლოო გამოკითხვის საფუძველზე.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
მოთხოვნები:
  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა
  3. ავტობიოგრაფია (CV)
სასწავლო პროცესი:
საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 16 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით.
სწავლა დაიწყება 2016 წლის 17 ოქტომბერს
 
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
საკონტაქტო პირი: მარინა კვიცარიძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
მისამართი: გორგასლის 101
ტელეფონი: 249 75 45
ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge
მობილური: 595 959096
 
ლევან ზარდალიშვილი
 
ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული ფსიქოლოგ კონსულტანტი. პრაღის ფსიქოთერაპიული ცენტრის “Aperta Via”  დამაარსებელი და ხელმძღვანელი.  2009 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ლექტორი.
2013 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროსთვის გახსნა და ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევენ ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ მშობლებს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები