ბიზნესი განცხადებები რეკლამა
შესვლა
Geo / Eng
პროგრამები
სკოლები
ვაკანსიები
ახალი ამბები
ვიდეოლექციები
კანონები
პრეზენტაციები
გამოწერა
ჩანიშნული პროგრამები 0
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (19.05.2012)
მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
შეხვედრა ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან
დანტე ალიგიერის საზოგადოება
 
"დანტე ალიგიერის საზოგადოების" საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახსნილი აქვს თავისი წარმომადგენლობა, 2006 წლის 11 ნოემბერს მისი აღმატებულების, ქ-ნ ქეთევან ბაგრატიონის (საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რომის პაპის წმინდა საყდართან)  უდიდესი ძალისხმევითა და დახმარებით შეემატა "დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი"
ზემოხსენებული საზოგადოების სათავო ოფისი მდებარეობს იტალიაში, ქ. რომში და წარმოადგენს არაკომერციული მიზნების მქონე ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანია  იტალიური ენისა და კულტურის გავრცელება და პოპულარიზაცია.
ზემოხსენებული მოზნებიდან გამომდინარე, "დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი" წარმოადგენს ე. წ. "კულტურის ინსტიტუტს", რომელიც ახორციელებს ერთგვარი მაკავშირებელი "ხიდის" ფუნქციას კულტურისა და განათლების სფეროში ორი ერის წარმომადგენლებს შორის. ის, საქართველოში მოქმედ სხვა ევროპული ქვეყნების "კულტურის ინსტიტუტების" მსგავსად, უზრუნველყოფს ქართველი და იტალიელი  ახალგაზრდების, მეცნიერების, მკვლევარების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეების მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებზე, სამხატვრო, ფოტო, არქიტექტურის, დიზაინის და სხვა სახის ნამუშევრების გამოფენებზე, კინოფორუმებზე, სპორტულ ღონისძიებებზე და სხვ.
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები
მაისი 2012 , თბილისი
წარმატებულ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მიიღონ სტიპენდია და  გაემგზავრონ იტალიაში ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებში სასწავლებლად. ადრე დარეგისტრირებული სტუდენტები ისარგებლებენ ფასდაკლებით.
ღირებულება: 120 ლარი
 
 
 
 
 
 
 
© 2012 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge