GE
კემბრიჯ ჰაუზი
თამამად შეგვიძლია განვაცხდოთ, რომ დაარსებიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობთ რათა ჩვენს სტუდენტებს ხარისხიანი და ეფექტური მეთოდები შევთავაზოთ ენის საფუძვლიანად დაუფლებისთვის.
კემბრიჯ ჰაუზში თქვენ გეძლევათ შანსი არა მარტო იმისა, რომ სწრაფად დაეუფლოთ ენას არამედ გაამდიდროთ თქვენი ზოგადი განათლება სხვადასხვა ასპექტში, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ ადგილის დამკვიდრებას სხვადასხვა სფეროში.
ჩვენ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ინგლისურ ენას დაეუფლონ მსოფლიოში აპრობირებული და ყველაზე სწრაფ შემსწავლელი ქალანის მეთოდით (CALLAN METHOD) ამასთანევე გაეცნონ და საფუძვლიანად შეისწავლონ ბრიტანულ-ამერიკული მხატრული ლიტერატურა, ინგლისურენოვანი პრესა, ბრიტანეთის და ამერიკის ისტორია ინგლისურ ენაზე და განიმტკიცონ სმენითი მეხსიერება აუდიო-ვიდეო მასალების გამოყენებით, ამავდროულად ჩვენთან ეძლევათ საშუალება დაეუფლონ სხვა დასავლეთ ევროპულ ენებს ყოველგვარი დამატებით გადასახადის გარეშე.
კემბრიჯ ჰაუზი გაძლევთ უნიკალურ შანსს აირჩიოთ და შეისწავლოთ დამატებითი უცხო ენა ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.
იმისათვის რომ თქვენ შეგეძლოთ დამატებითი ენის არჩევა, თქვენ უნდა გახდეთ კემბრიჯ ჰაუზის სტუდენტი.
კემბრიჯ ჰაუზში გაწევრიანებისთანავე თქვენ გეძლევათ ნუსხა სხვადასხვა უცხო ენების, რათა სურვილის მიხედვით შეგეძლოთ გააკეთოთ არჩევანი და შეისწავლოთ დამატებითი ენა კვირაში 2 აკადემიური საათი.
კემბრიჯ ჰაუზი გთავაზობთ საჩუქრად შემდეგ ენებს: ესპანური, იტალიური, ფრანგული, რუსული, თურქული და გერმანული.