GE
ლიბრა (LIBRA)
სააგენტო LIBRA დაარსდა 2003 წლის  თებერვალში.

LIBRA – პირველი სააგენტოა საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა English UK Partner Agency-ს  სტატუსი,სააგენტოში მოგემსახურებათ ბრიტანეთის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული კონსულტანტი.  LIBRA  რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო განათლების ღონისძიებებში და ხშირად მართავს ვიზიტებს პარტნიორ სასწავლებლებში.

LIBRA - დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების არარებული სასწავლო დაწესებულებების ოფიციალური წარმომადგენელი და უფლებამოსილი აგენტია საქართველოში. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციათა შორის არის როგორც ენის სკოლები, ასევე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები, პროფესიული და შემდგომი განათლების კოლეჯები, სკოლა–პანსიონები, სასტუმროსა და ტურისტული მენეჯმენტის,  მოდისა და დიზაინის სკოლები.

ჩვენ შეგირჩევთ პროგრამას თქვენი ინდივიდუალური საჭიროებისა და შესაძლებლობის შესაბამისად და დაგეხმარებით განათლების მიღებასთან  დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავებაში. სააგენტოს მომსახურეობა მოიცავს სწავლასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს – პროგრამისა და სასწავლო დაწესებულების ინდივიდუალური შერჩევა, საკონსულოში წარსადგენად  საჭირო საბუთების და სტუდენტური დაზღვევის გაფორმება, ბილეთების დაჯავშნა და სრული მხარდაჭერა პროგრამის ყველა ეტაპზე.

ჩვენ გთავაზობთ პროგრამებს ყველა ასაკისთვის:
  • ზოგადი და ინტენსიური ენის კურსები (დიდი ბრიტანეთი, აშშ, ესპანეთი, გერმანია, ავსტრიამსაფრანგეთი, შვეიცარია, ჩინეთი და სხვა ქვეყნები);
  • საზაფხულო სკოლები ბავშვებისა და სტუდენტთათვის;
  • საშუალო განათლების პროგრამები კერძო და სახელმწიფო სკოლებში დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, შვეიცარიაში (GCSE, A Level, International Baccalaureate, High School);
  • პროფესიული სწავლება და უმაღლესი განათლება (სადიპლომო, საბაკალავრო და  სამაგისტრო პროგრამeბი, MBA);
  • უნივერსიტეტის და მაგისტრატურის მოსამზადებელი პროგრამები პრესტიჯულ უნივერსიტეტში გარანტირებული ჩარიცხვით დიდ ბრიტანეტში და აშშ-ში (International Foundation, Pre-Masters);
  • ინგლისური ენის შესწავლა თბილისში.