GE
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს 7 ფაკულტეტზე:
  • აგრონომიული
  • აგროსაინჟინრო
  • ეკონომიკურ-ჰუმანიტარული
  • ზოოტექნიკური
  • კვების პროდუქტების ტექნოლოგია
  • სავეტერინარო მედიცინა
  • სატყეო
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი  ერთადერთი მძლავრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. უნივერსიტეტი ინარჩუნებს ტრადიციულ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახალ სპეციალობებს, რომლებიც თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებენ. აქ ყოველწლიურად, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო მასშტაბის არაერთი სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება.

უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია სასწავლო-საცდელი და ექსპერიმენტული ბაზები:
  • სასწავლო-ექსპერიმენტული ბაზა "იმედი" (მცხეთის რაიონი სოფ. მუხრანი),
  • სასწავლო-საცდელი ბაზა "დიღომი",
  • დედოფლისწყაროს საცდელი პუნქტი,
  • ლანჩხუთის მემცენარეობის საცდელი პუნქტი,
  • სამტრედიის (იანეთი) მემცენარეობის საცდელი პუნქტი,
  • ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალური საცდელი სადგური,
  • მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,
  • დენდროლოგიური პარკი,
  • დენდროლოგიური მუზეუმი,
  • ენოთეკა,
  • სავეტერინარო კლინიკა სტაციონარებით,
  • პათოლოგიური ანატომიის, ანატომიის და ზოოლოგია-ემბრიოლოგიის მუზეუმი,
  • პროზექტურა, ინფექციური და საცდელი ცხოველების ვივარიუმი.
ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში 5000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე 90-ზე მეტ სასწავლო პროგრამას სთავაზობს:

11 საბაკალავრო; 1  რეგულირებადი საგანმანათლებლო სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე; 41  სამაგისტრო;  35 სადოქტორო; 5 პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო.

უნივერსიტეტში მოღვაწეობს 51 სრული პროფესორი, 88 ასოცირებული პროფესორი და 56 ასისტენტ-პროფესორი.

აგრარულ უნივერსიტეტში მაღალ დონეზეა წარმოდგენილი  კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროები, ასევე ფუნქციონირებს  ბიბლიოთეკა, უცხო ენებისა და კომპიუტერული ცენტრები.

უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება-მემორანდუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30 უმაღლეს სასწავლებელთან და ორგანიზაციასთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს  მონაწილეობა მიიღონ არაერთ გაცვლით პროგრამაში.  აშშ-ს, რუსეთის, უკრაინის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიის, გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების გამოჩენილი მეცნიერები არჩეულნი არიან უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებად.

საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზა განლაგებულია თბილისში, დიღომში.
(მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) და კრწანისში (სავეტერინარო კლინიკა).