GE
ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC
ინოვაციური ტრენინგ ცენტრი “ITC” გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ წარმატებული! ისწავლოთ ინოვაციური მეთოდებით და პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიას!
ჩვენს ტრენიგ ცენტრში, ტრეინინგ-კურსები ტარდება სხვადასხვა მიმართულებით: 
  • ბუღალტერია;
  • მენეჯმენტი;
  • მარკეტინგი;
  • ტურიზმი;
  • PR-მენეჯმენტი;
  • ჟურნალისტიკა;
  • ფარმაცია;
  • ზოგადი ფსიქოლოგია;
  • ბავშვთა ფსიქოლოგია;
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია. 
თითოეული მიმართულებით ტრეინინგ-კურსები იყოფა ეტაპებად: ზოგადი მიმართულებით ტრეინინგ-კურსები, ექსპრეს ტრეინინგ-კურსები და ერთდღიანი ან ორდღიანი სპეციალიზებული ტრენინგები. ტრენინგ ცენტრი თითოეული მიმართულებით გასცემს სერტიფიკატს.
ტრენინგ ცენტრში არის აგრეთვე უცხო ენების შემსწავლელი კურსები: ინგლისური, გერმანული, რუსული და თურქული.თითოეულ მსმენელს შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა დონიდან დაიწყოს სწავლა და შეისწავლოს პროფესიონალურ დონეზე, აგრეთვე მოემზადოს საერთაშორისო გამოცდებისთვის. თითოეულ უცხო ენაზე გაიცემა სერტიფიკატი დონეების მიხედვით.
 
ჩვენს ცენტრთან არსებული აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის და  სტუდენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის.
გადადგით ნაბიჯი წარმატებისკენ!
ტრენინგცენტრი ორიენტირებულია ძირითადად მსმენელის მოთხოვნაზე. ლექციები მიმდინარეობს უახლესი მეთოდებით, რაც აგრეთვე მოიცავს თეორიული მასალებისის პრაქტიკული მაგალითებით და ქეისებით განმტკიცებას. ტრენინგ ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, აღჭურვილია სათანადო ტექნიკით და  ტრეინინგ-კურსები მიმდინარეობს მშვიდ და საიამოვნო გარემოში. ტრეინინგ ცენტრის დამფუძნებლები პერიოდულად აფინანსებენ  სწავლას გარკვეულ კურსებზე და აგრეთვე  ყოველთვიურად ხორციელდება ფასდაკლება   მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ტრეინინგ-კურსებზე, რაც ყველას  აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეძლოს სასურველი ტრეინინგ-კურსის შესწავლა.