GE
Queen's English
ინგლისური ენის ცენტრი “Queen's English” დაფუძნებულია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ და  აპრობირებულ “Callan”-ის მეთოდზე, რომელიც პასუხობს ენის სწავლების მზარდ მოთხოვნებს. ცენტრი გამორჩეულია ინგლისური ენის სწავლების მაღალი დონით. მეთოდი, რომელიც გამოყენებულია ცენტრში, მომხმარებელს დროისა და თანხის საკმაო ეკონომიას გაუკეთებს. ინგლისური ენის ცენტრი “Queen's English” სთავაზობს გაკვეთილებს ყველა ასაკისა (7-დან 70 წლამდე) და სოციალური ფენის მსურველს.
 
         მიზნები
  1. შევასწავლოთ ინგლისური ენა 4-ჯერ ნაკლებ დროში
  2. განვავითაროთ მსმენელის კითხვის, მოსმენის, წერისა და მეტყველების უნარი.
  3. გვყავდეს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები
  4. შევქმნათ მეგობრული, მზრუნველი და უსაფრთხო სასწავლო გარემო.
  5. მოვამარაგოთ მსმენელები წიგნებითა და ყველა საჭირო ინვენტარით.
     
    მისია
     
         ჩვენი მისიაა დავეხმაროთ მსმენელებს ინგლისური ენის სრულყოფასა და ენობრივი ბარიერის გადალახვაში, რადგანაც ინგლისური ენის ცოდნა საქართველოში პროფესიული წინსვლისათვის აუცილებელი ატრიბუტია. ჩვენი ცენტრი დაეხმარება მსურველებს, როგორც სასწავლო ასევე პროფესიული მიზნების განხორციელებაში.
           ყოველდღიური დიალოგები პედაგოგსა და მსმენელს შორის  შესაძლებლობას აძლევს მსმენელს ეფექტურად ჩაერთოს გაკვეთილის მსვლელობაში, რაც მოხსნის როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ენის ბარიერს საუბრისას.
           ყველა ზემოთ ჩამოთვილი პუნქტი გაუადვილებს მსმენელს მიზნის მიღწევას.