GE
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ტრადიციულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად და 19  წელია  წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში;
 
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა,  აგრობიზნესის მენეჯმენტი, სატყეო საქმე,  ფარმაციის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ფინანსები და საბანკო საქმე;
 
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი არის ევროპის ხარისხის ჯილდოს მფლობელი, რომელიც მიიღო  2008 წელს ოქსფორდში სოკრატეს სამიტზე და ასევე 2009 წლიდან  არის  ევროპის რექტორთა კლუბის წევრი (მალტა);

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი არის საქართველოს საუნივერსიტეტო კავშირის, ერთ-ერთი დამფუძნებელი,  რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს 12 კერძო და 2 სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებთანაც მიმდინარეობს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა სასწავლო პროგრამების შეჯერების, სამეცნიერო მუშაობის ამაღლების, ერთობლივი კვლევა ძიების განხორციელების საქმეში;

 სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ბარსელონას (ესპანეთი), ოქსფორდის და ლონდონის (ინგლისი), ვარშავის (პოლონეთი), პოლტავის და ხარკოვის (უკრაინა), ტეხასის (ა.შ.შ),კიშინოვის(მოლდოვა),სიბიუს (რუმინეთი) უნივერსიტეტებთან  და ახორციელებს გაცვლით პროგრამებს მათთან;

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში;

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სწავლების მაღალი დონის შედეგია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი პროცენტი.