GE
ჩაღლარის ნიკოლოზ წერეთლის საერთაშორისო სკოლა “ჩაღლარის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა” (CIS) გაიხსნა საქართველოს მთავრობის ნებართვით 2006 წელს, რათა ხელი შეეწყოთ საერთაშორისო დონის განათლების გავრცელებას საქართველოში.

CIS-ი  უზრუნველყოფს უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და ინტეგრირებულნი იყვენენ მრავალკულტურულ  მსოფლიო საზოგადოებაში. სკოლის თანამედროვე და კარგად აღჭურვილ შენობაში უცხოელთა და ადგილობრივ პედაგოგთა კვალიფიციური კოლექტივი ემსახურება საერთაშორისო განათლებას.

ჩIშ-ში სწავლობენ 15-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლეები, რომლებიც საუბრობენ მშობლიურ ენებზე. მოსწავლეებს ხელი ეწყობათ სხვადასხვა ეროვნების  თანატოლებთან მეგობრობაში. მშობელთა უმეტესობა ბიზნესის სფეროში, საელჩოებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში მოღვაწეობენ.