იურისტი, სტაჟიორი, თბილისი

ორგანიზაცია: ბანკი კონსტანტა
ბოლო ვადა: 08.04.2013
 
სს ბანკი "კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

თანამდებობა: იურისტი, სტაჟიორი
ადგილმდებარეობა: თბილისი (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:
  • იურისტისთვის დახმარების გაწევა არბიტრაჟში/სასამართლოში საქმის წარმოებისას.
  • იურისტისთვის დახმარების გაწევა სააღსრულებო ბიუროში საქმის წარმოებისას.
  • იურისტისთვის დახმარების გაწევა შესაბამისი ანგარიშგების წარმოებისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლა სამართლისმცოდნეობის სპეციალიზაციით)
  • სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა (ან სწავლა აღნიშნული განხრით).
  • სასამართლო/სააღსრულებო წარმოების პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდური, ასევე, დამოუკიდებელი მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 აპრილი, 2013 წელი.
გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე:

სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401 401
ელ.ფოსტა: jobs@constanta.ge

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ბეჭდვა
© 2014  aris.ge