აკადემიური თანამდებობები - ტურიზმი, თბილისი

ორგანიზაცია: კავკასიის უნივერსიტეტი CU
ბოლო ვადა: 26.08.2013
 
კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ტურიზმის სკოლა) აცხადებს კონკურსს სრული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, უფროსი მასწავლებლის და მასწავლებლის თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ დისციპლინებში:
  • საქართველოს ტურისტული რესურსები და ექსკურსიათმცოდნეობა
  • ტურიზმის გეოგრაფია და საერთაშორისო ტურისტული ბაზრები
  • მიკროეკონომიკის საფუძვლები
  • სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი
  • ტურისტული სერვისის საფუძვლები
  • ეკოტურიზმი
  • ტურიზმის სამართალი
  • მარკეტინგული კვლევა ტურიზმში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) სრული პროფესორისთვის
  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
ბ) ასოცირებული პროფესორისთვის:
  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
გ) ასისტენტ-პროფესორისთვის: დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში ან კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • სამართლიანობა;
  • ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • პედაგოგიური უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა;
  • დისციპლინირებული, მოტივირებული;
  • აუდიტორიასთან მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
  • კურსის სილაბუსი;
  • CV/რეზიუმე;
  • დახასიათება წინა სამუშაო ადგილიდან.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - პრეზენტაცია;
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: hra@cu.edu.ge | tkhutsishvili@cu.edu.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2013 წლის 26 აგვისტო.
ბეჭდვა
© 2014  aris.ge