სტაჟირება- იუსტიციის სახლი, საქართველო

ორგანიზაცია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ბოლო ვადა: 30.11.2011
ხელფასი: 200 ლარი
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას იუსტიციის სახლებში.
ქალაქები: გურჯაანი, ახალციხე და ოზურგეთი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • იუსტიციის სახლში მოქალაქეთათვის კონსულტაციის გაწევა;
  • იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მომსახურება;
  • უფლებამოსილების ფარგლებში, სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
  • იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
  • სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა;
  • იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (ბაკალავრიატის ბოლო კურსი);
  • ინგლისური ენის ფლობა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა;
  • მოქალაქეზე ორიენტაცია;
  • მიზანდასახულობა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.
საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ იუსტიციის სახლის ვებ-გვერდი: www.house.gov.ge) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@house.gov.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციისა და ქალაქის დასახელება,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ბეჭდვა
© 2014  aris.ge