GE

1-4 დეკემბერს ილიაუნიში ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ნიკოლოზ ქოიავა ბლოკ-კურსს ჩაატარებს

1-4 დეკემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), და ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სალექციო ბლოკ-კურსს: „საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირება – ტრანსფორმაცია და მდგრადობა“.

კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ ქოიავა.

ილიაუნის ცნობით, სალექციო კურსის მიზანია, წარმოაჩინოს მდგრადი და ეფექტიანი კაპიტალის ბაზრის რეგულირების როლი საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების თანამედროვე ეტაპზე და კაპიტალის ბაზრის რეგულირების შესაძლებლობა ერთიანი ეკონომიკური სისტემის ფარგლებში. სალექციო კურსის ფარგლებში, განხილული იქნება შემდეგი თემები:

ლექცია 1: კაპიტალის ბაზრის აუცილებლობა და მისი რეგულირების საჭიროება
ლექცია 2: იდეალური სისტემის უტოპია და ლოკალური ოპტიმუმი
ლექცია 3: კაპიტალის ბაზრის რეგულირების ერთიანი სისტემური ჩარჩო
ლექცია 4: საქართველოს კაპიტალის ბაზრის ტრანსფორმაცია და მიმდინარე რეფორმები

მონაწილეთათვის გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, IDFI-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი. სამ ყველაზე აქტიურ სტუდენტს საჩუქრად გადაეცემა „მარკეტინგის საფუძვლები“ (ფილიპ კოტლერი; გარი არმსტრონგი) ან „ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები“ (ჯეიმს ს. ვან ჰორნი; ჯონ მ. ვაჰოვიჩი, უმცრ).

ბლოკ-კურსის მონაწილეთათვის ჩატარდება ესეების კონკურსი ბლოკ-კურსის თემატიკის გარშემო და 2 საუკეთესო ავტორს გადაეცემა Kindle.

რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში, თქვენი პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი) უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgia2020@idfi.ge.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ნოემბერი, 15:00 საათი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

კურსზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს.

სამუშაო ენა: ქართული
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: ibscc@iliauni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური