GE

1 ამოცანა, რომლის მეშვეობითაც მზვერავების ლოგიკას ამოწმებდნენ

ეს ამოცანა ყველაზე გონებამახვილებისთვისაა. ამბობენ, რომ მას აძლევდნენ გამოცდაზე მომავალ მზვერავებს.

ყურადღებით შეისწავლეთ სურათი და უპასუხეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს:

  1. დიდი ხანი დარჩა ახალმთვარეობამდე?
  2. მალე დაღამდება?
  3. წელიწადის რომელი დრო არის გამოსახული სურათზე?
  4. რომელ მხარეს მიედინება მდინარე?
  5. მოძრაობენ თუ არა გემები ამ მდინარეში?
  6. რა სიჩქარით მოძრაობს მატარებელი?
  7. დიდი ხნის წინ გაიარა წინა მატარებელმა?
  8. დიდი ხანი მოუწევს ავტომობილს სარკინიგზო რელსების გასწვრივ მოძრაობა?
  9. რისთვის უნდა მოემზადოს მძღოლი?
  10. არის თუ არა ამ რაიონში აეროდრომი?
  11. მარტივია თუ არა შემხვედრი მატარებლის მემანქანისთვის შემადგენლობის დამუხრუჭება?
  12. ქრის თუ არა ქარი?

782210-800-14471545067774-2

აი პასუხებიც:

  1. დიდი ხანი დარჩა ახალმთვარეობამდე?

არა. მთვარის ბოლო ფაზის ანარეკლი ჩანს წყალში.

  1. მალე დაღამდება?

არა. მთვარის ბოლო ფაზა ჩანს გამთენიისას.

  1. წელიწადის რომელი დრო არის გამოსახული სურათზე?

შემოდგომა. მზის მდებარეობიდან გამომდინარე შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ წეროები მიფრინავენ სამხრეთისკენ.

  1. რომელ მხარეს მიედინება მდინარე?

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მდინარეებს მარჯვენა ნაპირი ციცაბო აქვთ. გამოდის, რომ მდინარე მიედინება ჩვენგან ჰორიზონტისკენ.

  1. მოძრაობენ თუ არა გემები ამ მდინარეში?

დიახ. მდინარეში ჩანს ტივტივები.

  1. რა სიჩქარით მოძრაობს მატარებელი?

მატარებელი დგას. ანთია შუქნიშნის ქვედა, წითელი ფერი.

  1. დიდი ხნის წინ გაიარა წინა მატარებელმა?

არა. იგი დგას უახლოესი ბლოკირების მონაკვეთზე.

  1. დიდი ხანი მოუწევს ავტომობილს სარკინიგზო რელსების გასწვრივ მოძრაობა?

საგზაონიშანიმიგვითითებს, რომწინრკინიგზისშლაგბაუმიანიგადასასვლელია.

  1. რისთვის უნდა მოემზადოს მძღოლი?

დამუხრუჭებისთვის. საგზაო ნიშანი მიუთითებს ციცაბო დაღმართს.

  1. არის თუ არა ამ რაიონში აეროდრომი?

ცაზე თვითმფრინავის კვალია, რომელიც ასრულებს უმაღლესი პილოტაჟის ელემენტებს, რაც დასაშვებია მხოლოდ აეროდრომის სიახლოვეს.

  1. მარტივია თუ არა შემხვედრი მატარებლის მემანქანისთვის შემადგენლობის დამუხრუჭება?

სარკინიგზო რელსების სიახლოვეს მდებარე საგზაო ნიშანი მიგვითითებს, რომ შემხვედრ მატარებელს მოუწევს აღმართში ასვლა, ამიტომ დამუხრუჭება ადვილი იქნება.

  1. ქრის თუ არა ქარი?

ქრის. მატარებლის თავზე ბოლით თუ ვიმსჯელებთ, მატარებელი, როგორც ვიცით, უძრავია.

4 საბავშვო ამოცანა, რომელსაც ყველა ზრდასრული ვერ ამოხსნის

რამდენი საზამთროა? – ტვინის გასავარჯიშებელი გამოცანა ხრიკით

ერთი მარტივი ამოცანა, რომელშიც მათემატიკა უძლურია

თუ თქვენ ამ ამოცანას ამოხსნით, ნამდვილი გენიოსი ხართ

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური