GE

10 მიზეზი, თუ რატომ გვაქცევს კითხვა უკეთეს ადამიანად  

ხშირად გვსმენია, რომ კითხვა ზეგავლენას ახდენს ჩვენს მენტალიტეტზე, ხასიათსა და გრძნობებზე.  არის თუ არა ეს სიმართლე? კვლევებმა აჩვენა, რომ კითხვა ნამდვილად სასარგებლოა.  ამ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ მიზეზები, თუ რატომ იქნება დღის საუკეთესო გადაწყეტილება წიგნის ხელში აღება.

კითხვა ამცირებს სტრესს

როგორ აპირებთ დროის გატარებას თუ დეპრესიაში ხართ? სასეირნოდ წახვალთ თუ მუსიკას მოუსმენთ? ინგლისის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, სტრესის შესამცირებლად საუკეთესო საშუალება კითხვაა. მუსიკის მოსმენისა და სეირნობისგან განსხვავებით, კითხვის დაწყებიდან სულ რაღაც 6 წუთში მცირდება სტრესი.

კითხვა თავიდან აგაცილებთ ინსომნიას (უძილობას)

დამტკიცებულია, რომ კითხვა მოდუნებისა და ტკბილი ძილისთვის მოსამზადებელი საუკეთესო საშუალებაა. ტელეფონისა და ტელევიზორის ნათელი შუქები თქვენს ტვინს ინფორმაციას აწვდის, რომ გაღვიძების დროა, როდესაც სანათის შუქზე თქვენი საყვარელი წიგნის კითხვისას საპირისპირო შედეგია – თქვენი ტვინი აცნობიერებს, რომ უკვე ძილის დროა.

კითხვა უფრო მგრძნობიარე ადამიანად გაქცევთ

როდესაც წიგნს კითხულობთ, განსაკუთრებით  პროზაული ნაწარმოების კითხვისას, აღიქვამთ თუ არა საკუთარ თავს ისტორიის ნაწილად და განიცდით პერსონაჟების ამბებს?  კვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც პროზის კითხვისას ემოციურ კავშირს ამყარებენ პერსონაჟებთან რეალურ ცხოვრებაშიც უფრო მეტი თანაგრძნობით არიან სხვების მიმართ განმსჭვალული.

კითხვა აძლიერებს ჩვენი ტვინის ფუნქციონირებას

ემორის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კითხვის შემდეგ უფრო ჭკვიანები ვხდებით. წიგნის დასრულების შემდეგ სულ მცირე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი ტვინი საოცარ პოზიტიურ ცვლილებებს აჩვენებს.  მეცნიერების აზრით, ეს ტვინის მომატებული ფუნქციონირება გამოწვეულია ტვინში მომატებული დაკავშირებულობით (წიგნთან, პერსონაჟებთან) და ნევროლოგიური ცვლილებებით.

თვით–დამხმარე მეგზური წიგნი დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში

ჩატარებული კვლევის საფუძველზე ჩანს, რომ დეპრესიის დაძლევის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი საშუალება კითხვაა. პაციენტებმა, რომლებსაც ასწავლეს დეპრესიის თვით–დაძლევა წიგნის დახმარებით ერთი წლის შემდეგ უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე პაციენტებს, რომელებსაც ტრადიციული მეტოდით ეხმარებოდნენ.

კითხვა უფრო მიმზიდველს გხდით

განათლებული და მოაზროვნე ადამიანი ყველასთვის უფრო მიმზიდველია. აშკარაა, რომ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბრის გაგრძელება და დიალოგში შესვლა, უფრო მეტ ყურადღებას იქცევს და ხიბლავს მთელ ჯგუფს.

კითხვის მოყვარული ხალხი სოციალურად უფრო აქტიურია

კვლევებმა აჩვენა, რომ კითხვის მოყვარული ხალხი უფრო მოწადინებულია სხვადასხვა კულტურულ და საქველმოქმედო აქტივობებში მონაწილეობის მიღებისთვის.

კითხვა ამდიდრებს თქვენს ლექსიკონს

კითხვისას, თქვენ აწყდებით ისეთ სიტყვებსა და გამონათქვამებს, რომლებსაც ყოველდღიურ საუბარში არ ვიყენებთ. უცხო სიტყვების შეხვედრისას თქვენ ძირითიდად მის მნიშვნელობას ლექსიკონში არ ეძებთ და აანალიზებთ მას კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არამხოლოდ იმდიდრებთ ლექსიკონს, არამედ აფართოვებთ ზოგად ცოდნასა და წიგნიერებას.

კითხვა აუმჯობესებს მეხსიერებას

ყოველი წიგნის კითხვისას თქვენ ავარჯიშებთ ტვინს. უცხო სიტყვათა კავშირის შეხვედრისას, თქვენ მის მნიშვნელობას აანალიზებთ და ინახავთ მეხსიერებაში. ადამიანები, რომლებიც ხშირად კითხულობენ, ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ სიბერეში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

კითხვა აუმჯობესებს წერით უნარებს

კითხვისას, ჩვენ ქვეცნობიერად ვბაძავთ მწერლის წერისა და პრეზენტაციის სტილს, რასაც შემდგომში საჭირო გარემოებაში მარტივად ვიყენებთ.

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა

წყარო:   brightside.me

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური