GE

10 რჩევა ეფექტური საჯარო გამოსვლისათვის

საჯარო გამოსვლის წინ ცოტა ნერვიულობა ბუნებრივია და ხშირად ამას სიკეთეც მოაქვს, მაგრამ ზედმეტმა ნერვიულობამ შესაძლოა, ზიანი მოგიტანოთ.  გთავაზობთ აპრობირეულ რჩევებს, რომლებიც ემოციების გამკლავებასა და უკეთესი პრეზენტაციის ჩატარებაში დაგეხმარებათ:

  1. კარგად მოამზადე მასალა.

შეარჩიე შენთვის საინტერესო თემა. იმაზე მეტი უნდა იცოდე ამ საკითხზე, ვიდრე ამას გამოსვლაში იტყვი. გამოიყენე იუმორი, რეალური ამბები და უშუალო ენა. ამ გზით, თქვენი ნათქვამი აუდიტორიას მეტად დაამახსოვრდება.

  1. ივარჯიშე. ივარჯიშე. ივარჯიშე!

ხმამაღლა ივარჯიშე სიტყვაზე და იმ აპარატურის მეშვეობით, რის გამოყენებასაც აპირებ. გადაიმეორე სიტყვა, საჭიროებისამებრ. ეცადე კარგად ივარჯიშო „შემავსებელ“ სიტყვებზე. წაივარჯიშე პაუზებსა და სუნთქვებზე. ივარჯიშე დროის დანიშვნით და მზად იყავი მოულოდნელობებისათვის.

  1. გაიცანი აუდიტორია.

ოთახში შესვლისას მიესალმე აუდიტორიის რამდენიმე წევრს. გაცილებით მარტივია ისაუბრო მეგობრული ჯგუფის წინაშე, ვიდრე უცხოებთან.

  1. შეისწავლე ოთახი.

მისვლისას გაიარ-გამოიარე კათედრასთან, გატესტე მიკროფონი და ვიზუალური დამხმარე აპარატურა.

  1. მოდუნდი.

პირველ რიგში აუდიტორიას მიმართე. ამით დროს მოიგებთ და ნერვებსაც დაამშვიდებთ. შემდეგ პაუზა გააკეთე, გაიღიმე და დაითვალე სამამდე, ვიდრე რამეს იტყოდე („ერთი , ორი , სამი  “  და დაიწყე). ნერვიული ენერგია ენთუზიაზმში გადაიტანე.

  1. წარმოიდგინე საკუთარი თავი საჯარო გამოსვლისას.

წარმოიდგინე, რომ საუბრობ, ხმამაღლა, გარკვევით და თავდაჯერებით. წარმოიდგინე, რომ აუდიტორია აპლოდისმენტებით გხვდება. ამით თავდაჯერება მოგემატება.

  1. ჩააგონე თავი, რომ ხალხს შენი წარმატება სურს.

აუდიტორიას სურს, რომ საინტერესოდ გამოხვიდე, იყო ინფორმაციული, მხიარული და სტიმულირებული. მათ თქვენი იმედი აქვთ.

  1. ნუ მოიბოდიშებ.

ნუ მოიხდი ბოდიშს ნერვიულობის, ან რაიმე პრობლემის გამო. დიდი შანსია, რომ ვერც ვერავინ შეამჩნია.

  1. აქცენტი მთავარ მესიჯზე გააკეთე.

საკუთარი აღელვებულობის გამო არ უნდა გაგექცეს ყურადღება სხვაგან, არ უნდა მოწყდე მთავარ სათქმელს და სამიზნე აუდიტორიას.

  1. შეიძინე გამოცდილება

სიტყვით გამოსვლა წარმოგაჩენთ, როგორც პიროვნებას და როგორც გავლენიან პერსონას. გამოცდილებას თავდაჯერებულობა მოაქვს, რომელიც წარმატებული საჯარო გამოსვლის გასაღებია.

წყარო: toastmasters.org

ა.ნ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური