GE

11 თებერვალს ილიაუნიში მეცნიერებათა დოქტორ ქეთევან კუპატაძესთან შეხვედრა გაიმართება

11 თებერვალს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორთან, მეცნიერებათა დოქტორთან, ქეთევან კუპატაძესთან.

შეხვედრის თემაა: ქიმიის სწავლება სამეცნიერო პოპულარული სტატიებით.

ილიაუნის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქიმიის სწავლების საკითხებს პოპულარული სამეცნიერო სტატიების გამოყენებით; მსგავსი ლიტერატურის როლს მეცნიერების პოპულარიზებასა და საგანთაშორისი კავშირის დამყარებაში. განხილული იქნება კონკრეტული სამეცნიერო პოპულარული სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს პროფესორ ქეთევან კუპატაძის ავტორობით დაიბეჭდა ინტერნეტჟურნალში “მასწავლებელი”.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური