GE

15 ივლისს ილიაუნიში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

15 ივლისს, პარასკევს, 10 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში, ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობა, შესაძლებლობის საზღვრები, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ კრიზისში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის პროცესში“.

კონფერენცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოში ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალის და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით. კონფერენცია მიეძღვნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 წლისთავს და კამილიელთა ინიციატივით გამართულ ფესტივალს.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური