GE

16 თებერვალს ილიაუნის თეატრში კვლევის – „ქართული თეატრი 2015 წელს“ პრეზენტაცია გაიმართება

16 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის – „ქართული თეატრი 2015 წელს“ – პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო ხუთეულები 9 ნომინაციაში.

ილიაუნის განმარტებით, უკვე მეხუთე წელია, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის დასაწყისში აჯამებს ქართული თეატრების (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) განვლილი წლის მუშაობას, ავლენს და ასახელებს წლის პროდუქტიულ მსახიობებსა და რეჟისორებს, თეატრის მხატვრებს, ასევე ადგენს თეატრების და თეატრის მოღვაწეების პროფესიულ და სტატისტიკურ რეიტინგებს განვლილი ერთი წლის მაგალითზე.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, კვლევა, რომელიც ემსახურება თეატრებისა და თეატრის მოღვაწეების მოტივაციის ამაღლებას, წახალისებასა და კონკურენციის გაზრდას, დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ სფეროში მოღვაწეებს შორის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური