GE

180-ე სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორი დადგენილია

180-ე საჯარო სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორი დადგენილია. ამის შესახებ news.ge-ს შსს-დან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამნაღმვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება, რამდენიმე საათის წინ შევიდა.

შეგახსენებთ, გასულ წელს, ცრუ შეტყობინებების შესახებ კანონი გამკაცრდა. ზარის ავტორი ახალი კანონის შესაბამისად დაისჯება.

ცნობისთვის, ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე, ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა.

წყარო: news.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური