GE

20 საგანმანათლებლო არხი YouTube-ზე

სამყაროს შეცნობისა და რაიმე ახლის გაგების მრავალი შესაძლებლობა არსებობს. ერთ-ერთი მარტივი, ამასთან უფასოც, არის – საინტერესო, საგანმანათლებლო ვიდეოების ყურება YouTube-ზე.

გთავაზობთ 20 არხს რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ ბევრი ახალი და საინტერესო რამ.

არხები რუსულ ენაზე

Постнаука: ამავე სახელის მქონე პოპულარული პორტალის არხი. აქ მეცნიერები, სხვადასხვა დაწესებულების მეცნიერ-მუშაკები, რუსული უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, მარტივად და კომპეტენტურად ჰყვებიან ხშირად თითქმის უცნობ, ზოგჯერ კი – პოპულარულ საგნებსა და მოვლენებზე.

Научпок: ვიდეოები წარმოადგენენ დახატულ ანიმაციებს, რომლებშიც გასაგებად არის ახსნილი ესა თუ ის ფაქტი.

Наука и техника: აქ თავმოყრილია პოპულარული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო ვიდეოების რუსულად ნათარგმნი ვერსიები.

TED RUS: ყველასათვის ცნობილი სამეცნიერო საზოგადოების TED-ის რუსულენოვანი ვიდეო-არხი.

Этоработает: ამ არხზეც შეგიძლიათ იპოვოთ რუსულად ნათარგმნი მრავალი პოპულარული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ვიდეო.

Простаянаука: ბავშვებისთვის საინტერესო არხი, სადაც წარმოდგენილია ვიდეოები ექსპერიმენტებით ფიზიკასა და ქიმიაში, რომლებიც დააინტერესებს არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც.

ЛекторийОбразовача: აქ წარმოდგენილია შემეცნებითი ვიდეორგოლები  ნებისმიერი თემის შესახებ, სხვადასხვა სფეროდან.

არხები ინგლისურ ენაზე

CrashCourse: მსოფლიო ისტორიის ინტენსიური კურსი, რომელიც წარმოდგენილია ჯონ გრინის მიერ, მოიცავს კაცობრიობის ცივილიზაციის 15 000 წელს.

DeepsSkyVideos: კოსმოსური ობიექტების კვლევის ვიდეოკურსი.

IntelligentChannel: განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე გამოჩენილი პირები განიხილავენ აქტუალურ თემებს. ინტერვიუები მსახიობებთან, რეჟისორებთან, მწერლებთან და მუსიკოსებთან.

KhanAcademy: ჰარვარდის კურსდამთავრებულის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო რესურსი გთავაზობთ სხვადასხვა მიმართულების უფასო ონლაინ გაკვეთილებს.

Numberphile: განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ციფრები. ბლოგის ავტორი განიხილავს ციფრებში დამალულ ისტორიებს.

MinutePhysics: ამ არხზე ამერიკელი ფიზიკოსი ჰენრი რეიხი მოხერხებულად იყენებს მხიარულ და სასაცილო აღწერებს, რათა ახსნას საკმაოდ რთული მეცნიერული იდეები, სულ რაღაც 60 წამში.

ScienceChannel: პოპულარული სამეცნიერო არხი მათთვის, ვინც დაინტერესებულია კოსმოსით, სამეცნიერო აღმოჩენებითა და ახალი ტექნოლოგიებით.

TED-Ed: შეიცავს მრავალფეროვან ვიდეო-ბიბლიოთეკას გაკვეთილებით. ყოველდღიურად იდება ახალი გაკვეთილი, შაბათ-კვირას კი იმართება დებატები ამ თემებზე.

TheMetropolitanMuseumof Art: ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუზეუმი – მეტროპოლიტენი გვთავაზობს გადავეშვათ ხელოვნების სამყაროში.

ASAP Science: ამ არხზე არის პასუხები კაცობრიობისთვის საინტერესო კითხვებზე: მაგალითად, რატომ გვეჩვენებიან ბავშვები ასეთი საყვარლები და შეუძლია თუ არა ვიდეოთამაშებს გაგვხადონ უფრო ჭკვიანები. ანიმაციის სტილი საშუალებას იძლევა რთული მოვლენები მარტივი და გასაგები ენით აიხსნას.

NationalGeographic: რესურსი შეიცავს ინფორმაციას ველური ბუნების, ბუნებათმცოდნეობის, არქეოლოგიისა და კიდევ ბევრი სხვა თემის შესახებ.

Veritasium: ბლოგის ავტორი გატაცებით ჰყვება, როგორ არის მოწყობილი სხვადასხვა მრავალფეროვანი საგანი. ფიზიკის კანონების დემონსტრაცია გადაჯაჭვულია მეცნიერების ინტერვიუსთან და დისკუსიებთან.

Vsauce: არხის ავტორი მაიკლ სტივენსი ხსნის ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს გასაგებად, რატომ ხდება ყველაფერი ზუსტად ასე და არა სხვაგვარად.

DiscoveryChannel: შესანიშნავი საგანმანათლებლო რესურსი მსოფლიო მეცნიერებაზე, ბუნებათმცოდნეობაზე, ანთროპოლოგიაზე, გეოგრაფიასა და ტექნიკაზე.

წყარო: adme.ru

ა.ზ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური