GE

2015-16 სასწავლო წლის გაცდენების ექსტერნი გამოცდები დამატებით ჩატარდება

2015-16 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დაგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმის დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის დამატებითი ვადები განისაზღვრა.

სამინისტროს გადაწყვეტილიებით, ამ ეტაპზე გამოცდაზე ის მოსწავლეები გავლენ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ დარეგისტრირდნენ განათლების მინისტრის 2016 წლის 27 ივნისის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში.

რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს, ის მხოლოდ ერთი დღით – 2016 წლის 26 დეკემრით განისაზღვრა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური