GE

2015-16 წლების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015-2016 წლების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგებს აქვეყნებს.

შედეგები

ცენტრის ცნობით, ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ასეულში (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას).

2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გამსვლელი ქულები

2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის თითოეული საგნის მაქსიმალური ქულები:

cxrili

რაც შეეხება შედეგების აპელაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 1 და 2 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე (რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში).

ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.

აპელაციის განაცხადის ფორმა

2015-2016 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური