GE

2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე არც ერთი ტექნიკური აპელაციის განაცხადი არ დაკმაყოფილდა

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იყვნენ ისეთი აბიტურიენტები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ საგამოცდო პროცესის იმდინარეობისას მათი უფლებები დაირღვა. მათ არასათანადოდ მოექცნენ მეთვალყურეები, ან დროზე ადრე ჩამოართვეს პასუხების ფურცელი. სააპელაციო კომისიამ რამდენიმე ტექნიკური სააპელაციო განაცხადი უკვე განიხილა.

როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ტექნიკური აპელაციის არც ერთი განაცხადი არ დაკმაყოფილებულა.

,,აბიტურიენტებს ორი სახის აპელაციას ვთავაზობთ. ერთი გახლავთ ტექნიკური აპელაცია. ტექნიკური სააპელაციო განაცხადის ფორმა გამოცდის დასრულების შემდეგ ივსება. წელსაც შემოვიდა რამდენიმე ტექნიკური აპელაციის განაცხადი. კომისიამ იმსჯელა, თუმცა არც ერთი აბიტურიენტი არ სცნო დაზარალებულად,”- განაცხადა მიმინოშვილმა. მისი განმარტებით, ტექნიკური აპელაციის შემთხვევაში სააპელაციო კომისია ვიდეო ჩანაწერებით ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება მეორე სახის – შინაარსობრივ აპელაციას, აბიტურიენტს შეუძლია  სააპელაციო კომისიას, თუ მას არ მოსწონს გამოცდის შედეგი, ან თვლის რომ მას ქულა დააკლეს. შინაარსობრივი აპელაციის განაცხადი აბიტურიენტმა გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ, ელექტრონულად უნდა შევასოს. ნაშრომის შინაარსობრივი აპელაციის ზუსტ თარიღებს და ვადებს კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოდნავ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური