GE

2016-2017 აკადემიური სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ლოძში კსუ-ს 6 სტუდენტი გაივლის

2016-2017 აკადემიური სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ლოძში კსუ-ს 6 სტუდენტი გაივლის, ესენი არიან: მაია წასიძე, გიორგი შუბითიძე, მარიამ მაღრაძე, ციცინო ხაჩიძე, გიორგი მორგოშია და სალომე ტაბატაძე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლოძის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წელს დაიდო, რომელიც პოლონეთში კსუ-ს სტუდენტების ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლებას ითვალიწინებს.

2014 წლიდან აღნიშნული მობილობის პროგრამით კსუ-ს 34-მა სტუდენტმა ისარგებლა.

2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროგრამის მონაწილეები – ილია გოგილაშვილი, ჯემალ ჭიჭიბოშვილი, თინათინ კაშეიშვილი, გიორგი ბუცხრიკიძე, ქრისტინა ჯანელიძე, თამარ ფცქიალაძე და ეთერ ხანჯალიაშვილი – წარმატებით დასრულებული სემესტრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და სწავლას კსუ-ში აგრძელებენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ლოძის უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ. სწავლის გარდა ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სოციალურ და სტუდენტურ აქტივობაში.

ჯემალ ჭიჭიბოშვილმა ლოძის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში, პრეზენტაციის სახით, საქართველოს კულტურა და ტრადიციები წარმოადგინა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლოძის უნივერსიტეტში აკადემიური მობილობის პროგრამა კვლავ გრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური