GE

2016 წლის გაცდენების ექსტერნის გამოცდების ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2015–2016 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო–საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების პერიოდი შეიცვალა.

როგორც განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, ბრძანებაში ვკითხულობთ, გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 2016 წლის 29 ივნისი. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდებს, ბრძანების მიხედვით ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდები, 23-28 ივნისის ნაცვლად, 2016 წლის 23 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 

იხილეთ მინისტრის ბრძანება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური