GE

2016 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდის სააპელაციო თანხების უკან დასაბრუნებელი პროცედურები

გთავაზობთ ინფორმაციას 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე.

განაცხადები მიიღება 2016 წლის 26 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.

ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე.

რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ!

იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში, საფასური დაბრუნდება გადამხდელის ან აპლიკანტის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური