GE

2016 წლის ტოპ-5 ფაკულტეტი

ეკონომიკა და ბიზნესი, სამართალი, მენეჯმენტი, სამშენებლო, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტები – ეს იმ სპეციალობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც წელს ყველაზე მეტი აბიტურიენტისათვის აღმოჩნდა პრიორიტეტული.

EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა შეისწავლა და შეადგინა იმ პოპულარული ფაკულტეტების სია, რომელიც ყველაზე მეტ აბიტურიენტს ჰქონდა პირველ პრიორიტეტად არჩეული და ასევე იმ ფაკულტეტებისაც, სადაც საერთო ჯამში, ოცივე პრიორიტეტის მიხედვით, ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა:

  1. ფაკულტეტი, რომელიც ყველაზე მეტმა – 2 776-მა აბიტურიენტმა პირველ რიგში აირჩია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებაა. იგი აერთიანებს მენეჯმენტს, საბანკო და საფინანსო საქმესა და ტურიზმს. ამ ფაკულტეტზე ილიაუნის სულ ადგილი – 1 350 ჰქონდა გამოცხადებული.
  2. მეორე ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა დაიკავა. აქ მოხვედრა უპირველეს პრიორიტეტად 1 735-მა ახალგაზრდამ დაისახა. სულ კი 400 ადგილი იყო.
  3. სიაში შემდეგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ფაკულტეტია, რომელიც მრავალ მოდულს აერთიანებს. იგი 1 614 აბიტურიენტის პირველი არჩევანია. ადგილების რაოდენობა კი 500-ს შეადგენს.
  4. მეოთხე ადგილზე კვლავ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები გავიდა. 1 464-მა ახალგაზრდამ ეს ფაკულტეტი პირველ არჩევანში შეიყვანა. ადგილი კი 1255-ა.
  5. ტოპ ხუთეულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აგვირგვინებს. ეს ფაკულტეტი 1 222 აბიტურიენტმა დაასახელა პირველ პრიორიტეტად (400 ადგილი).

რაც შეეხება იმ ფაკულტეტების ხუთეულს, რომლებზეც არჩევანი ჯამში, ოცივე არჩევანის მიხედვით ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა შეაჩერა, ასე გამოიყურება:

  1. ილიაუნი – ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი). სულ შევიდა 14 322 განაცხადი. გამოცხადებული იყო 1 350 ადგილი.
  2. ილიაუნი – სამართალი. სულ შევიდა 9 446 განაცხადი. ადგილების რაოდენობა – 350.
  3. ილიაუნი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები, რომელიც აერთიანებს ა) თავისუფალ მეცნიერებებს, ბ)სოციალურ მეცნიერებებს, გ)ჰუმანიტარული მეცნიერებებს დ) ფილოსოფიას, ე) დაწყებითი სკოლის პედაგოგიკას, ზ) სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, თ) თეატრალურ ხელოვნებას. ამ ფაკულტეტეზე ჯამში 8 958 განაცხადი შევიდა. ადგილი კი მხოლოდ 1 255 იყო.
  4. საქართველოს უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება. შევიდა 6 438 განაცხადი, ადგილების რაოდენობა – 350.
  5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება. განაცხადების რაოდენობა – 6 801, ადგილების რაოდენობა – 120.

ტოპ 10 ყველაზე დიდი კონკურსის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა პირველი პრიორიტეტით – გამოცდები 2015

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური