GE

2017 წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტური ელექტრონული სახით ჩატარდება – ცვლილებებია ტესტებშიც

2017 წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში ქიმიას, ფიზიკასა და ბიოლოგიას დაემატა ახალი ტიპის დავალება.

დავალება მოწოდებული იქნება ელექტრონული სახით. სწორი პასუხის მისაღებად მოსწავლეს მოუწევს გარკვეული გამოთვლებისა თუ მანიპულაციების ჩატარება. თანდართულ ბმულში მოცემულია დამხმარე ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ დავალების სწრაფ და მართებულ შესრულებაში.  მიჰყევით ბმულს და ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციებს.

სავარჯიშო ქიმიაში

სავარჯიშო ფიზიკაში

სავარჯიშო ბიოლოგიაში

ქიმიის ოლიმპიადის მონაწილეთა საყურადღებოდ:

  • ოლიმპიადის მე-3 ტურში ორგანული ქიმიიდან შეტანილი იქნება მხოლოდ ნახშირწყალბადების ნაწილი;
  • ფინალური ტურის თეორიული ნაწილის დამთავრებისთანავე ჩატარდება ტრეინინგი, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის ძირითად წესებს და ივარჯიშებე ნლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებაზე.

2016-17 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები გამოქვეყნდა

2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის II ტურის ტესტური დავალებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური