GE

22 აპრილს ილიაუნიში STEM სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

22 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ბაზისბანკისა და ილიაუნის ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

2016 წლის STEM სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 30 000 ლარამდეა. აღნიშნული სასტიპენდიო ფონდი მთლიანად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების მოქმედი თუ მომავალი სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება.

2016 წლის სასტიპენდიო პროგრამის ფონდი გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:

  • 4000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებს 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული 5 ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტი; *
  • 2000-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამის ის 4 პირველკურსელი, რომლებიც 1 სემესტრით მიემგზავრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ) სასწავლებლად. აღნიშნული თანხით მარიამ გაგუა, ერეკლე ჯმუხაძე, საბა კაკაბაძე და ნინო მიქაძე მგზავრობის ხარჯებს დაფარავენ.

ღონისძიების განრიგი

  • 14:00 – გახსნა, ნინო დვალიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე
  • 14: 10 – ნენსი მარლინი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი / Dr. Nancy Marlin, Provost Emeritus of SDSU
  • 14:20 – თამარ ხადური, “ბაზისბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
  • 14:30 – მემორანდუმის გაფორმება
  • 14:40 – სტუდენტების დაჯილდოება სასტიპენდიო ვაუჩერით
  • 14:50 – ფურშეტი
  • 15:00 – STEM ტური ილიაუნის კამპუსში

პრეზენტაციაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს 21 აპრილისა.

სარეგისტრაციო ფორმა

დრო: 22 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

* იმ შემთხვევაში, თუ პირი დააკმაყოფილებს ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების 2 ან 2-ზე მეტ პირობას (კერძოდ, იქნება ქვეყნის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის; ფიზიკის ოლიმპიადაში მიღებული ექნება სასტიპენდიო ვაუჩერი) მიიღებს 1 უკეთესი პირობების მქონე სასტიპენდიო ვაუჩერს;

ბაზისბანკისა და ილიაუნის ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამა ვრცელდება ექსკლუზიურად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენტებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური