GE

24–ე სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის გამო სწავლა არ შეწყდება

წლის განმავლობაში თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა სწავლის შეწყვეტის საჭიროება არ დგას, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ლია გიგაურის თქმით, ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შესახებ განათლების სამინისტროსა და სკოლას დაავადების კონტროლის ცენტრმა შეატყობინა.

„დაავადების კონტროლის ცენტრს ისე აქვს სისტემა, რომ ყველა კავშირს იკვლევს, ვისთან ჰქონდათ ამ ბავშვებს კავშირი, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, საკლასო სივრცეში, ასევე ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ხდება მათი გამოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებთა”, – განაცხადა გიგაურმა და აღნიშნა, რომ სკოლები მუდმივად ატარებენ სანიტარულ-ჰიგიენურ აქციებს.

წყარო: Fortuna.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური