GE

25 ნოემბერს ილიაუნიში მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

25 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

როგორც ილიაუნის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, მერაბ მამარდაშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სივრცეში ყველაზე უფრო ცნობილი მეოცე საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი. იგი 1987-1990 წლებში მუშაობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში, იყო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის განყოფილების გამგე, სხვადასხვა დროს კი ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ლექციების პოპულარობისა და დისკუსიის ფორმის გამო, საბჭოთა სივრცეში მერაბ მამარდაშვილს ქართველ სოკრატედაც მოიხსენიებდნენ.

25 ნოემბერი მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა. შესაბამისად, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი კონფერენციას სიმბოლურ თარიღს, მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 25 წლისთავს უძღვნის.

 

კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური