GE

40 ათასზე მეტი მოსწავლის მშობელი სასკოლო ტესტებს ბოიკოტს უცხადებს

ბრიტანელმა სკოლის მოსწავლეების მშობლებმა 3 მაისს საპროტესტო აქცია გამართეს და საშუალება მისცეს შვილებს, რომ სკოლა გაეცდინათ. “BBC”-ის ცნობით, ასეთი ფორმით მშობლები განათლების სისტემის განსაკუთრებულ მომთხოვნელობას აპროტესტებენ. საპროტესტო პეტიციას 40 ათასზე მეტმა მშობელმა მოაწერა ხელი.

_89551172_img_3026მოძრაობა Let our kids be kids-ის (უფლება მიეცით ჩვენს შვილებს იყვნენ ბავშვები) აქტივისტები აპროტესტებენ იმას, რომ დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები ზედმეტად ტვირთავენ ბავშვებს. მშობლები აღნიშნავენ, რომ სასკოლო SAT ტესტები, რომელიც შეიცვალა,  დაბალი კლასებისათვის რთულია. აქტივისტების თქმით, სირთულეებს ბავშვები ფსიქოლოგიურ წნეხამდეც კი მიჰყავს.

მშობლები ამბობენ, რომ ბავშვები არიან დასტრესილები ამ რაოდენობის გამოცდებით და ისინი თავს „ლუზერებად“ გრძნობენ.

მშობელთა პროტესტს პასუხობს განათლების მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ ეს გამოცდები ბავშვებზე არავითარ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს და სრულად შეესაბამება სტანდარტებს.

განათლების სისტემის კიდევ ერთი წარმომადგენელი ნიკი მორგანი კი ამბობს, რომ სკოლის ერთი დღით გაცდენაც კი ბავშვებისთვის საზიანო იქნება.

SAT (Scholastic Assessment Test – სკოლის შეფასების ტესტი) 1901 წლიდან ტარდება. ამ ეტაპზე მის ორგანიზებას ამერიკული ორგანიზაცია College Board უწევს. გამოცდა 3 საათი და 45 წუთი მიმდინარეობს და სამი ნაწილისგან შედგება.

წყარო: bbc.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური