GE

5 თებერვლიდან საავიაციო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები იწყება

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 5 თებერვლიდან აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების ორგანიზებას იწყებს.

ღია კარის დღეები ჩატარდება 5, 12 და 26 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. დასწრების მსურველებმა აუცილებლად უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

უნივერსიტეტში ვიზიტისას აბიტურიენტები ნახავენ სასწავლო ლაბორატორიებს, საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილ ავიასიმულატორს და გაეცნობიან ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ.

ღია კარის დღესთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ – 598 599 132

მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი 16.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური