GE

51–ე ადგილი – როგორ აფასებენ მინისტრები საქართველოში წიგნიერების დონის მაჩვენებელს

საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით 61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა. კვლევა, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „The Washington Post“–მა გამოაქვეყნა, ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯონ მილერმა და მისმა გუნდმა 60-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარეს. როგორ აფასებენ კვლევის შედეგებს საქართველოში. Aris.ge- განათლებამ შეფასება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა. თამარ სანიკიძის თქმით, მსგავსი კვლევა უახლოეს წარსულში საქართველოში არ ჩატარებულა.

1406193365_1510650_798310623520018_725225072308064095_n,,ჩვენ ამ კვლევაში როგორც სახელმწიფოს მონაწილეობა არ მიგვიღია. უკანასკნელი საერთაშორისო კვლევა საქართველოში 2009  და 2011 წლებში ჩატარდა.  რადგან მაშინდელ მინისტრს შედეგები არ მოეწონა, საერთოდ  უარი თქვა ამ კვლევებში მონაწილეობაზე.  ჩვენ დავბრუნდით ამ კვლევაში და ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ შედეგების გამოსასწორებლად. სწორედ ახლა მიმდინარეობს საერთაშორისო კვლევა, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება. სწორედ ამ კვლევის შედეგები მოგვცემს საშუალებას შევადაროთ წინა წლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს და ვნახოთ სად ვართ და რა შეიცვალა. მნიშვნელოვანი ანალიზის შესაძლებლობა გვექნება,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

აღნიშნული კვლევის შედეგებზე  Aris.ge-განათლება დამატებით რამდენიმე მინისტრის პოზიციას გთავაზოთ:

davit_sergeenko_2365hjmდავით სერგეენკო – ჯანდაცვის მინისტრი

,,სამწუხაროდ მე ამ კვლევას არ ვიცნობ. თუმცა არსებობს კიდევ ერთი კვლევა წიგნიერებისა და წერა-კითხვის ცოდნის კვლევა და მინდა გითხრათ, რომ ამ კვლევაში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა – აი ეს არის ჩემი პასუხი”.

სოზარ სუბარი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

,,განათლების სფერო ის სფეროა სადაც დღეს განხორციელებული რეფორმები შედეგს გვაძლევს 5, 10 და შეიძლება მეტი წლის შემდეგ. წიგნიერების პრობლემა მრავალი წლის პრობლემაა. სწორედ ამიტომ აკრძალა შაშკინმა მსგავს კვლევებში მონაწილეობა – მე ვთვლი რომ ეს სირაქლემის პოზიციაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს და შესაბამისი რეფორმები უნდა გავატაროთ. დღეს შედეგების გამოსასწორებლად რეფორმების განხორციელება მიმდინარეობს, თუმცა იმის თქმა, რომ რეფორმები დღესვე გამოიტანს შედეგს, ხმამაღალი ნათქვამი იქნება. რთული და ხანგრძლივი პროცესია.

cms-image-000039378-1024x683ამ მთავრობამ აქცენტი სოციალურ თემატიკაზე გააკეთა – უფასო სახელმძღვანელოები მოსწავლეებს, გაზრდილი ხელფასები პედაგოგებს, ვცდილობთ ახალი სისხლი შემოვუშვათ სისტემაში… თუმცა რთული და ხანგრძლივი პროცესი წინაა, მითუმეტეს მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ახერხებს ატესტაციის გავლას, ეს ის პრობლემაა რომელიც დღეს და ხვალ ვერ გადაიჭრება”.

ოთარ დანელია – სოფლის მეურნეობის მინისტრი

,,ის რომ წიგნიერების დონის საერთაშორისო კვლევაში 51 ადგილზე ვართ, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი უნდა ვიკითხოთ” .

საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით 51–ე ადგილზეა – უახლესი კვლევის შედეგები

TIMSS – ქართველი მოსწავლეების შემაშფოთებელი შედეგები

ქართველი პედაგოგები თვითშეფასების მაჩვენებლით ფინელ კოლეგებსაც უსწრებენ – კვლევის შედეგები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური