GE

6 ნაბიჯი – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ჩამოყალიბდეს უკეთეს მსმენელად

მასწავლებელმა კარგად იცის, როდის უსმენს მას მოსწავლე და როდის- არა. ყურადღებიან მსმენელებს შემდეგი უპირატესობები გააჩნიათ:

  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პროდუქტიული თანამშრომლობის უნარი
  • საკუთარი სწავლის პროცესის მართვის უნარი და მაღალი აკადემიური მოსწრება

გთავაზობთ ექვს წესს, რომელიც მოსწავლეებს უკეთეს მსმენელად ჩამოყალიბებაში დაეხმარება:

არ ისწავლოთ მხოლოდ ჩემგან – წინა საუკუნეში მიებული იყო მიდგომა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სწავლობდნენ მხოლოდ მასწავლებლისგან.  თუმცა მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნებოდა მკვლევარებისგან და მეცნიერებისგან მაგალითად, ფილმის გადაღების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონოდათ.

ისწავლე რაც გსურს რომ ისწავლო – წაახალისეთ მოსწავლეები ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.

გამოიყენეთ სოციალური მედია სკოლაში –  Blogging, Twitter, Facebook მოსწავლეებმა შეიძლება გამოიყენონ მრავალჯერადი მიზნებისთვის. პორტლენდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები skype-ის დახმარებით უკავშირდებიან იმ წიგნების ავტორებს, რომელთა წიგნებსაც ისინი ისტორიის და ინგლისურის გაკვეთილებზე სწავლობენ. საინფორმაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებზე კი მოსწავლეები უყურებენ You Tube –ზე ვიდეოებს დიზაინის შექმნის პროცესის შესახებ. ინგლისურის გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ WikiSpaces რათა მიიღონ და გაგზავნონ უკუკავშირი ერთმანეთის პოეზიის ნიმუშების შესაფასებლად.

ნუ დაელოდები გიკარნახონ რა გააკეთო – საჭიროა, პროექტები მოსწავლეების ინტერესებს მოვარგოთ. პორტლენდის მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსების წიგნი, რომელიც მათ ნიკარაგუელ თანატოლებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარებოდა.

ისწავლეთ სკოლის გარეთ – დაეხმარეთ მოსწავლეებს, რომ სკოლის გარეთ სწავლის პროცესში რესურსების იდენტიფიცირება მოახდინონ. მათ შეუძლიათ, სწავლისთვოს ონლაინ კურსები გამოიყენონ.

ჩაიჭერი? – სცადე, სცადე და ისევ სცადე… მარცხი, რეალური სწავლისა და მიღწევის შემადგენელი პროცესია. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა ხიდის მაკეტი გააკეთეს, მასწავლებელმა მაკეტი გამოსცადა, როცა იგი ჩაინგრა ზეწოლით, ეს მარცხი პედაგოგმა გამოიყენა შესაძლებლობად, ეჩვენებინა მოსწავლეებისთვის, რომ მარცხი არის ნიშანი, რათა მოსწავლეებმა ისევ სცადონ და გააუმჯობესონ სწავლის პროცესი.

მე – 20 საუკუნეში სასაწავლო პროცესი იყო „იჯექი და მოისმინე“-ს პრინციპზე აგებული. დღეს 21-ე საუკუნეში სწავლის და სწავლების პრინციპები იცვლება და ახალი მიდგომები ჩნდება. თქვენი აზრით რომელი წესები უნდა შეიცვალოს სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად 21-ე საუკუნეში?

წყარო: edutopia.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური