GE

7 რამ, რაც მშობელმა და მასწავლებელმა თინეიჯერის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს

სკოლა დასრულდა და თინეიჯერებიც თავისუფალი არიან სასწავლო პროცესისგან. რა აინტერესებთ მათ? რითი ერთობიან? რა ხიბლავთ? შეტყობინებების გაგზავნა ან ტელეფონით საუბრები მეგობრებთან? ბანაკში წასვლა ან ზღვის სანაპიროზე ყოფნა? საზაფხულო მუსიკალური კონცერტები თუ სპორტი? ზოგიეთი აქ ჩამოთვლილი შიძლება, მართლაც იყოს საჭირო, მაგრამ ეს მათი საჭიროებების მცირე ნაწილია.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებსა და პედაგოგებს?

აი რას გვთავაზობს რეიჩელ კესლერი თავის წიგნში: “სული განათლებისა.“

1.დადებითი დამოკიდებულება – თინეიჯერები შეიძლება იყვნენ წყარო სიმდიდრისა. მათ სჭირდებათ გარკვეული სახის გავლენა თავიანთ ცხოვრებაზე. ორგანიზებული ახალგაზრდული აქტივობები მნიშვნელოვანია მათთვის, რომ იმ კითხვებზე პასუხის მიღება შეძლონ, რისი გამოკვლევაც მათ სურთ.
მშობლებმა უნდა მოიძიონ ახალგაზრდული ბანაკები, რელიგიური და არარელიგიური, თინეიჯერული ტურები და ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრები, გასართობი პროგრამები, რომლებიც თინეიჯერებს საშუალებას მისცემს თავიანთი დრო ლიდერებთან. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ლიდერების მიერ გავლილი ცხოვრებისეული ეტაპების შესახებ მოისმინონ.

2.სიჩუმე და განმარტოება – ზოგიერთი თინეიჯერისთვის სიჩუმე და განმარტოება არის მნიშვნელოვანი გზა, იმისთვის რომ მოახერხონ დასვენება და გათავისუფლდნენ ყოველდღიური დაძაბულობისგან.

3.გავლენა ცხოვრებაზე – შეკითხვები, რომელსაც ისინი სვამენ ცხოვრებაზე და მათ მომავალზე, მათ ემოციურ მდგომარეობას ასახავს. მასწავლებლებს შეუძლიათ დაწერონ პროექტი ამ შეკითხვების ირგვლივ, რომ თინეიჯერებმა აზრების ურთიერთგაზიარება მოახდინონ.

4.შეუერთდით და ითამაშეთ – თინეიჯერებს სჭირდებათ, რომ გაერთონ არა ალკოჰოლით ან ნარკოტიკით, არამედ თანატოლებთან. რაც დასამახსოვრებელი იქნება და ამით მომდევნო დღეებში იამაყებენ. ასე რომ, გართობაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

5. შემოქმედებითობა – წაახალისეთ მათი შემოქმედებითი აქტივობა, თუნდაც ეს არ იყოს კარიერაზე ორიენტირებული ან პრაქტიკული. შემოქმედებითობა ანვითარებს სულს.

6.დაეხმარეთ თინეიჯერებს იგრძნონ თავი რაღაც დიდის ნაწილად. დაეხმარეთ მათ გენიოსობის, დიდებულობის შეცნობაში. გააკეთეთ მათი ფოკუსირება პოტენციალზე, გახადეთ მათი შთაგონების წყარო ისტორიული ფიგურები.

7. წაახალისეთ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები – იმუშავეთ თინეიჯერებთან ერთად, რომ მისცეთ მათ გადადგმულ ნაბიჯებს ფორმა და ფოკუსირება მოახდინეთ ამ ნაბიჯების მნიშვნელობაზე. ასევე აღნიშნეთ ისინი პატარა დღესასწაულის სახით. მშობლებმა, მასწავლებლებმა და თინეიჯერებმა უნდა იფიქრონ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ამ ნაბიჯებს თინეიჯერებისთვის და როგორ გაიარეს ეს გზა სხვებმა.

გისურვებთ წარმატებას!

წყარო: www.edutopia.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური