GE

7,8,9 სექტემბერს კსუ-ში მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას – IMBA – გაიმართება

კრაკოვის ბიზნესის სკოლა – კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი – ატარებს მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას – IMBA – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 7,8,9 სექტემბერს, 2015 წელს IMBA-ს საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად ტარდება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით პოლონეთის, წამყვანი უნივერსიტეტების მენეჯმენტის პროფესორებს უცხოელი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა მიეცეთ. ამგვარი კონფერენცია ჩატარდა: ესპანეთში, ყაზახეთში, მოლდავეთში, ახლა კი მას საქართველოში, თბილისში – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: – კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი; – მენეჯმენტის საერთაშორისო ფონდი; – პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციისა და მართვის კომიტეტი; – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო).

ხსენებული კონფერენცია კვლევებისა და იდეების საშუალებით საერთაშორისო კოოპერაციის გაღრმავების საუკეთესო გზაა მთელ მსოფლიოში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური