GE

8 მითი სწავლებაზე, რომელიც აზარალებს საგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობას

არსებობს განათლების სფეროსთან დაკავშირებული რამდენიმე ფართოდ გავრცელებული მითი და ცრუ შეხედულება, რაც დიდ ზიანს აყენებს, როგორც განათლების სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, ასევე საგანმანათლებლო ინსტიტუციებს. ამ თემას ეძღვნება განათლების სფეროს აღიარებული ამერიკელი მკვლევარების, დევიდ ბერლაინერისა და ჯინ გლასის ახალი წიგნი „50 მითი და სიცრუე, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკულ საჯარო სკოლებს: რეალური კრიზისი საგანმანათლებლო სისტემაში“. წიგნი ნამდვილად იმსახურებს თავიდან ბოლომდე გადაკითხვას, თუმცა ამ სტატიაში აქცენტს იმ 8 მითზე გავაკეთებთ, რომელიც ყველაზე აქტუალურია მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მშობლებისათვის.

მითი #1: ბავშვის განათლებაზე ყველაზე დიდი გავლენა მასწავლებლებს აქვთ

 

რა თქმა უნდა, მასწავლებლების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია. კარგი პედაგოგები დიდ როლს ასრულებენ მოსწავლის მიღწევებში. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლასა და მასწავლებლებს მოსწავლის წარმატებაში 30%-ზე ნაკლები წვლილი მიუძღვით. ყველაზე დიდი გავლენის მქონე ცვლადი ფაქტორი სოციალურ-ეკონომიუკური სტატუსია, რასაც მოსდევს უბანი, სადაც ბავშვი იზრდება, ფსიქოლოგურად ჯანსაღი გარემო სახლში და ფიზიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. კვლევამ სხვა ფაქტორებიც გამოავლინა, თუმცა ფაქტია, მასწავლებლებს იმაზე ნაკლები მექანიზმი აქვთ, შეძლონ მოსწავლის მოსწრების გაუმჯობესება, ვიდრე გარე ცვლად ფაქტორებს.

მითი #2: საშინაო დავალება აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას

 

ამ მოსაზრების მართებულება ფაქტებით ვერ მყარდება. ფინეთში მოსწავლეების მოსწრება უფრო მაღალია, როცა სასკოლო საათები ხანმოკლეა და როცა საშინაო დავალება მცირე დოზით ან საერთოდ არ აქვთ. გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა ხდება მოსწავლის სასკოლო დროის პერიოდში. მაგალითისათვის პროექტზე დაფუძნებული სწავლება მთელ აქცენტს სწორედ საკლასო აქტივობებზე აკეთებს. თუ მოსწავლეს აქვს სურვილი, სკოლის საათების მერეც იმეცადინოს, ეს მისი არჩევანია. არის შემთხვევები, როცა საშინაო დავალების მიცემა გამართლებულია, თუმცა არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ საშინაო დავალება სტუდენტის მოსწრებას აპრიორი გააუმჯობესებს.

მითი #3: კლასში მოსწავლეების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს

 

საშუალო სკოლაში, ერთი მასწავლებელი დღის განმავლობაში საშუალოდ 100-150 მოსწავლის განათლებაზეა პასუხისმგებელი. როცა ამდენ ბავშვთან გაქვს ურთიერთობა, ვინმე უყურადღებოდ აუცილებლად რჩება. კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას პედაგოგიურ შედეგიანობაზე ხარისხობრივი ეფექტი აქვს. როცა კლასში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება დაწყებით კლასებში ხდება, იმატებს ინდივიდუალური ყურადების ხარისხი და თითოეულ მოსწავლეს მეტი შანსი ეძლევა, სკოლა გაცილებით მაღალ ნიშნებზე დაამთავროს.ამიტომაცაა, რომ შეძლებული ოჯახები უმეტესად ცდილობენ ბავშვები იმ უბნებში და იმ კერძო სკოლებში ატარონ, სადაც კლასში მოსწავლეების რაოდენობა მცირეა. გასაკვირი არაა, რომ იმ კლასებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა დიდია, უფრო მეტი მოსწავლე პროპორციულად სწორედ ხელმოკლე ოჯახიდან არის.კლასის ზომის შემცირება პირდაპირ კავშირშია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასთან.

მითი #4: წარმატებული პროგრამა ყველგან გაამართლებს

 

ერთ სკოლაში ან რეგიონში წარმატებულად აპრობირებული პროგრამის უცვლელად „გადაკოპირება“ სხვა სკოლაში და იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად გაამართლებს, არასწორია. ფაქტები საპირისპიროს მოწმობს. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კონკრეტული გარემოა. პროგრამა უნდა ასახავდეს და ერგებოდეს იმ ცალკეულ სკოლასა თუ რეგიონს. საგანმანათლებლო მიდგომები და ინსტრუქციები, რომლებიცმთელი ქვეყნის მასშტაბზეა გათვილი, შეიძლება შესანიშნავიც იყოს, თუმცა რიგ შემთხვევაში სრულიად არ იმუშავოს. პროგრამა ზუსტად უნდა მოერგოს კონკრეტული ადგილის, სკოლისა და კლასის საჭიროებებს და გულდასმით უნდა მოხდეს მეთოდის შეფასება-გამოცდა. მხოლოდ შემდეგ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება მის დანერგვასთან დაკავშირებით და არა რომელიმე პროგრამის ეფექტურების საფუძველზე სადღაც, სხვაგან.

მითი #5: ნულოვანი ტოლერანტულობა სკოლას უფრო უსაფრთხოს გახდის

 

ეს ერთ-ერთი ყველაზე არასწორი და დესტრუქციული მითია. ბერლაინერს და გლასს არაერთი მაგალითი აქვთ მოყვანილი იმისა, როცა აღნიშნული პოლიტიკა არასწორად ტარდება. მათ შორის, ისინი საუბრობენ შემთხვევაზე, როცა ორი მოსწავლემხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ ერთ-ერთმა მეორეს, რომელსაც ასთმის შეტევა ჰქონდა, თავისი ინჰალატორი ათხოვა. მთავარი კი ისაა, რომ არ არსებობს მტიცებულება იმისა, რომ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკა ამცირებს ძალადობას სკოლაში. პირიქით, წიგნის ავტორების მტკიცებით: „მოსწავლის დასჯასა და გარიცხვას მის მოსწრებასა და პიროვნებაზე შორსმიმავალი ეფექტი აქვს და შეიძლება სამომავლოდ მისი პირადი ცხოვრების წარუმატებლობაც კი განაპირობოს.“ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკის ფარგლებშისკოლის ადმინისტრაციის ჩანაწერები მოსწავლეთა დარღვევების შესახებ თავს იყრის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში და ამ ბავშვებიდან ნაწილი შემდგომში ციხეშიც კი ხვდება. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკას შედეგები ორმაგად აისახება ფერადკანიანი მოსწავლეების შემთხვევაში.

ბერლაინერი და გლასი ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგი სკოლა ითვალისწინებს ამ კვლევების შედეგებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია აშშ-ში ცოტა ხნის წინ მომხდარი სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის ტრაგედია. ამ შემთხვევის შემდგომ მასწავლებლებმა, მშობლებმა და ადმინისტრაციამ ყურადღება კრიზისისათვის მზადყოფნასა და იარაღის გამოყენების პრობლემატიკის აღმოფხვრაზე გადაიტანეს და არა მოსწავლეების უფრო მკაცრად მოპყრობაზე.

მითი #6: ფულს არ აქვს დიდი მნიშვნელობა

 

არსებობს მოსაზრება, განათლების სისტემის დაფინანსების ზრდის მიუხედავად,  მოსწავლეების ტესტირების შედეგები მაინც სტაბილურად იგივე რჩება. ეს ხედვა პოპულარულია მათ შორის, ვისაც არ სურს სკოლებისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა. კვლევების შედეგებით თვალნათლივ ჩანს, რომ ფინანსურად მყარი სკოლებისა და მწირი დაფინანსების მქონე სკოლების მიღწევების შედარებისას, „მდიდარ“ სკოლებს გაცილებით მაღალი შედეგები აქვთ. წიგნის ავტორები აღნიშნავენ, რომ თანხების გამოყოფა კოლექტივის დამატებითი პროფესიონალი და გამოცდილი მასწავლებლებით გაზრდის მიზნით  მოსწავლის მიღწევებზე დადებით ეფექტს ახდენს. სკოლები, რომლებიც ვერ გამოირჩევიან დიდი მიღწევებით, აქცენტს კარგად ანაზღურებადი მასწავლებლების შენარჩუნებაზე აკეთებენ, იმისდა მიუხედავად, ყოველდღიურ ცვალებად გარემოში შეძლებენ თუ არა ისინი გამოწვევბთან გამკლავებას. მაშინ, როცა კლასში მოსწავლეების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფინანსების ადექვატური განაწილების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება მეტი მასწავლებლის დასაქმების ხარჯზე კლასების ზომის შემცირება. ამ მიდგომის მართებულება კვლევებით მყარდება. ამასთან, ავტორები იშველიებენ  ლინდა დარლინგ-ჰამონდის კვლევას, რომელიც მან ფინეთზე, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებზე დაყრდნობით ჩაატარა: „გვაქვს ნათელი მტიცებულებაა იმისა, რომ მეტი ფინანსების გამოყოფასა და თანხების იმ სტუდენტებზე კოცენტრირებას, რომელთაც ნაკლები მატერიალური საშუალება აქვთ, შეუძლია უდიდესი პოზიტიური ეფექტი იქონიოს ქვეყნის მთლიან საგანმანათლებლო სისტემაზე.“

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ზოგი სკოლა, რომელიც მეტ თანხებს უყრის თავს, მდებარეობდეს იმ უკეთეს დასახლებებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს და პრესტიჟულობას დიდი როლი უკავია.

მითი #7: სასწავლებელში ჩაბარებახდება აკადემიური მიღწევებისა და გამოცდების შედეგების საფუძველზე

 

შენიშვნა: საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ

ბერლაინერისა და გლასის კვლევების შედეგები არაა სახარბიელო. კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს თავიანთი მისაღები კატეგორია ჰყავთ. 30 ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისა რჩევანი განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ მათი მშობლებიც იმავე უნივერსიტეტდამთავრებულნი იყვნენ. იმ აბიტურინტებს, რომელთა შეძლებული მშობლები,  უნივერსიტეტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, გაცილებით მეტი შანსი აქვთ გახდენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები სტუდენტის მიღებისას მის მიღწევებსა და ქულებს ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა, ადგილი აქვს შერჩევით დამოკიდებულებას და სტუდენტის ჩარიცხვისას მისი აკადემიურ მოსწრების მაჩვენებელს გაცილებით ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება.

მითი #8: მასწავლებლის შრომისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურება სტუდენტის მოსწრებას აუმჯობესებს

 

არსებული მოსაზრებით, დამსახურებაზე დაფუძნებული ანაზღაურება აუმჯობესებს მასწავლებლის შედეგიანობას, რადგან მასწავლებებლი მისი მოსწავლეების ცოდნის საფუძველზე ფასდება. შესაბამისად მოსწავლის შედეგიენობის მიხედვით მასწავლებლის წახალისება ან პირიქით – საყვედური, გააუმჯობესებს ზოგადად სკოლების ეფექტურობას. მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებლებს შორის კონკურენცია პროდუქტიულობას ამცირებს და ხელის უშლის კოლეგიალურობას. ზოგადად, მასწავლებლის ეფექტურობის შეფასება რთულია და არ არსებობს მისი მარტივად განსაზღვრის ფორმულა. არგუმენტებით ვერ მყარდება მოსაზრება, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული ანაზღაურება პირდაპირპროპორციულია სტუდენტების მიღწევების გაუმობესებასთან, სამაგიეროდ, არსებობსფაქტები, რომ მასწავლების ხელფასის მოსწავლის შედეგიანობაზე მიმაგრება, არაპროდუქტიული და არაეთიკურია – ხშირად ცუდი შედეგის მიზეზი ის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებია, რომელთა წინაშეც სკოლა და მასწავლებლები  უძლურია და ამ მიდგომით ეს უკანასკნელნი იჩაგრებიან.

განათლების სფეროში მომუშავე ყველა  სპეციალისტს, ადმინისტრაციას და სასწავლო მეთოდოლოგიის შემუშავებაში ჩართულ პირს ვურჩევთ წაიკითხოს წიგნი – „50 მითი და სიცრუე“. წიგნი ეფძვნება სიღრმისეულ კვლევებს და მოგვიწოდებს, რომ განათლების სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებამდე ჯერ მითები განვასხვავოთ რეალობისაგან. ხშირად, გადაწყვეტილებები სწორედ იმ არასწორ შეხედულებებზეა დაფუძნებული, რომლებიც ფაქტებით ვერ მყარდება.

გამოცდები, როგორც განათლების ხარისხის არასწორი ორიენტირი

ფაქტორები, რომლებიც საქართველოში რეპეტიტორების ინსტიტუტის პოპულარობას განაპირობებს

მასწავლებლების კატეგორიებად დაყოფის პოლიტიკის პრობლემები

წყარო: edutopia.org

ა.ნ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური