GE

შეხვედრა პროექტ „MEMORYROW”-ის წარმომადგენლებთან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ირაკლი ბარამიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედიშერ ჩავლეიშვილი ევროკავშირის პროექტ „MEMORYROW”-ის კოორდინატორს, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ კარლ კასერს, პროექტის ქართველ, ავსტრიელ, ბულგარელ, ბერძენ, რუს და მაკედონელ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საერთაშორისო პროექტის მონაწილეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები შეაფასეს და სამომავლო ორწლიანი გეგმა განიხილეს. ასევე ისაუბრეს პროექტში ჩართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კავკასიის უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგინეს პროფესორებმა: ტატიანა ნევსკაიამ, ალია კონდრაშევამ და ტატიანა კორჩაგინამ.

მემორანდუმი გაფორმებულია აგრეთვე ბლაგოევგრადის სამხრეთ-დასავლეთის ნეოფიტ რილსკის უნივერსიტეტთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური