GE

აბიტურიენტებისათვის ზოგადი უნარების, ფიზიკისა და გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება

აბიტურიენტებისათვის გეოგრაფიის, ფიზიკის და ზოგადი უნარების ტესტის აპრობაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. აპრობაციის განრიგი ასე გამოიყურება:

1. გეოგრაფია 

ჩატარდება 29 და 30 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის ქ. №9)

29 მაისს (პარასკევს) – 2 ნაკადად: 13:00 და 15:30 სთზე;

30 მაისს (შაბათს) – 4 ნაკადად: 10:00, 12:30, 15:00 და 17:15 სთზე.

2. ფიზიკა 

ჩატარდება 3 ივნისს თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში (იოსებიძის ქუჩა 50) 15:00 საათზე.

3. ზოგადი უნარები 

ჩატარდება 6,7,8 და 9 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის ქ. №9)

6 და 7 ივნისს 3 ნაკადად:  12:00, 14:00 და 16:00 სთზე;

8 და 9 ივნისს – 4 ნაკადად:  10:00, 12:00, 14:00 და 16:00 სთზე.

მონაწილეობის მსურველებს ელექტრონული ფორმით სასურველ ნაკადში რეგისტრირება შეუძლიათ 15 მაისიდან.

ტესტირებაზე დაიშვებიან მხოლოდ რეგისტრირებულიაბიტურიენტები. რეგისტრირებული მონაწილე შეფასებისა და გამოცდებისეროვნულ ცენტრში უნდა გამოცხადდეს აპრობაციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპრობაციის მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია.

ლიმიტის ამოწურვისას რეგისტრაცია პროგრამულად შეწყდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2 47 33 33 (ცხელი ხაზი) ან 599 14 52 38.

თუ დარეგისტრირებული ხართ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ აპრობაციაში, ჩაწერეთ თქვენი პირადი ნომერი ველში ქვემოთ და დააჭირეთ  ღილაკს “დადასტურება”. იხილეთ ბმული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური