GE

აბიტურიენტებისთვის გეოგრაფიასა და ფიზიკაში საგამოცდო ტესტების აპრობაცია ჩატარდება

გეოგრაფიის საგამოცდო ტესტების აპრობაცია აბიტურიენტებისათვის 29 და 30 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის ქ.#9) ჩატარდება.

ფიზიკის საგამოცდო ტესტების აპრობაცია აბიეტურიენტებისათვის 3 ივნისს თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში (იოსებიძის ქუჩა 50) ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აპრობაცია ჩატარდება:

29 მაისს (პარასკევს) – 2 ნაკადად: 13:00 და 15:30 სთ-ზე;

30 მაისს (შაბათს) – 4 ნაკადად: 10:00, 12:30, 15:00 და 17:15 სთ-ზე;

3 ივნისს- 15:00 საათზე

ცენტრის ცნობით, მონაწილეობის მსურველებს ელექტრონული ფორმით სასურველ ნაკადში რეგისტრირება შეუძლიათ 15 მაისიდან.

ტესტირებაზე დაიშვებიან მხოლოდ რეგისტრირებული აბიტურიენტები. რეგისტრირებული მონაწილე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამოცხადდეს აპრობაციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპრობაციის მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია.

ლიმიტის ამოწურვისას რეგისტრაცია პროგრამულად შეწყდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2 47 33 33 (ცხელი ხაზი) ან 599 14 52 38.

თუ დარეგისტრირებული ხართ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ აპრობაციაში, ჩაწერეთ თქვენი პირადი ნომერი ველში ქვემოთ და დააჭირეთ  ღილაკს “დადასტურება”

იხილეთ ბმული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური