GE

აბიტურიენტებისთვის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ღია კარის დღეები იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები იწყება. თებერვალსა და მარტში, ყოველ პარასკევს 13:00-დან – 17:00-მდე, ღია კარის დღეები უნივერსიტეტის ახალ კამპუსში ჩატარდება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გთავაზობთ, მიხვიდეთ და გაეცნოთ სასწავლო აკადემიურ პროგრამებს, საუნივერსიტეტო სასწავლო გარემოს, შეხვდეთ უნივერსიტეტის ლექტორებს, გაიგოთ უფრო მეტი თქვენი მომავალი პროფესიის შესახებ, გაეცნოთ ინფორმაციას დაფინანსების და სასწავლო გრანტების შესახებ, ასევე სხვა დამატებით პირობებს და ყველა სიახლეს, რაც წელს იგეგმება აბიტურიენტებისათვის.

ღია კარის დღეზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, მობრძანდეთ ყოველ პარასკევს, 13:00-დან – 17:00-მდე

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: (+995 32) 2 38 44 06 (122)  ელ.ფოსტა: info@gruni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური