GE

აბიტურიენტებმა თელავის აეროპორტი “მიმინო” დაათვალიერეს

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ერეკლე მეორის სახელობის თელავის აეროპორტი “მიმინო” აბიტურიენტებმა დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს აეროპორტის ინფრასტრუქტურის, ფრენების დაგეგმვის, საჰაერო ხომალდებისა და ზოგადად ავიაციის შესახებ. შეხვდნენ აეროპორტის საინჟინრო და ტექნიკურ პერსონალს და მფრინავებს. სპეციალურად ვიზიტორებისთვის შესრულდა საჩვენებელი ფრენები.

ტურის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტისა და აეროპორტის შესახებ.

უნივერსიტეტის ცნობით, მსგავსი ტიპის ვიზიტები თელავის აეროპორტში ყოველწლიურად, მაისის თვეში იმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური