GE

აბიტურიენტთა გამოცდის შედეგები 2015 – გეოგრაფია, მათემატიკა, ხელოვნება

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების – გეოგრაფია, მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება შედეგები გამოქვეყნდა:

შედეგები

შედეგების გაგება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე  www.naec.ge;  ან   www.online.naec.ge.

შეგახსენებთ, რომ ტესტის ერთი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში (მაგ.: ხელოვნება) არ გამოიყენება გათანაბრების წესი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მიიღოს კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა).

გათანაბრებული ქულები იმ საგნებისათვის, სადაც ტესტის ორი ან მეტი ვარიანტი იყო გამოყენებული, გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდება სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge..

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მინიმალური ქულა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური