GE

აბიტურიენტთა მიღება გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო კურსებზე გამოცხადდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას განათლების სახლის ბაზაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო კურსებზე.

პროექტი გათვალისწინებულია მოტივირებული აბიტურიენტებისათვის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

თუ გსურთ გახდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და განათლების სახლის ერთობლივი პროექტის მონაწილე, მოემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და გახდეთ სტუდენტი, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი 4 საგანი.

გაითვალისწინეთ, ყველა პუნქტის შევსება სავალდებულოა, ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

შერჩეული 13 აბიტურიენტი სამი თვის განმავლობაში გაივლის მოსამზადებელ კურსს სრულიად უსასყიდლოდ. მეცადინეობები ჩატარდება სამი თვის განმავლობაში 20 მარტიდან 20 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მარტი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!

განათლების სახლი – რეალური განათლება წარმატებისთვის!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: 2 61 12 98 (109)

www.ciu.edu.ge

განათლების სახლის საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: 2 14 80 24

www.Hedu.Ge

გადადით სარეგისტრაციო ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური